04 მარტი 2024
გაზიარება:

შექმენით ოცნების ინტერიერი – გადაიხადეთ განაწილებით!

LTB x TBC

კომპანია „ელთიბის“ მომხმარებლისთვის კიდევ ერთი ბენეფიტი აქვს. ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც სურს ინტერიერის სწრაფად და მარტივად განახლება, მაგრამ არ აქვს საკმარისი თანხა, ახლა უკვე შეუძლია ისარგებლოს თიბისი ბანკის განაწილების მომსახურებით.

რა არის განაწილება?

განაწილება არის თიბისის პროდუქტი, რომლითაც შეძენილი პროდუქციის ღირებულების გაყოფა შესაძლებელია 4 ტოლ ნაწილად, საპროცენტო განაკვეთისა და დამატებითი საკომისიოს გარეშე.

როგორ უნდა ვისარგებლო განაწილებით?

პროდუქტით სარგებლობისათვის, მომხმარებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს დამტკიცებული განაწილების ლიმიტი, რომლის შემოწმება მობაილ ბანკში, შეთავაზებების გვერდზეა შესაძლებელი.

პროდუქტის გამოყენება მხოლოდ ციფრული ბანკიდან QR კოდის დასკანერებითაა შესაძლებელი, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში ჩნდება ტერმინალზე. დასკანერების შემდეგ, ციფრულ ბანკში ჩნდება განაწილების ძირითადი პირობები და გადახდის გრაფიკი, ხოლო ბოლო ეტაპზე მომხმარებელი ადასტურებს ხელშეკრულებას.

განაწილებით სარგებლობის პირობები:

  • განაწილების ლიმიტი: 100 – 5 000 ლარი;
  • განაწილების ვადა: 4 თვე;
  • საპროცენტო განაკვეთი: 0%;
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 0%;
  • გაცემის საკომისიო: 0%;
  • წინსწრებით დაფარვის საკომისიო: 0%.

განსაკუთრებული პირობები ელთიბის ერთგული მომხმარებლებისთვის

აღსანიშნავია, რომ ელთიბის ერთგული მომხმარებლები, რომლებიც ფლობენ ლოიალობის ბარათს ისარგებლებენ განსაკუთრებული პირობებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ბარათზე დაგროვებული ფასდაკლება, ჩვეულებისამებრ, იმოქმედებს შეძენილი პროდუქციის სრულ ღირებულებაზე და ფასდაკლებული ღირებულება განაწილდება 4 თვეზე.

გარდა ამისა, მომხმარებელს განაწილებით სარგებლობა შეუძლია სააქციო პროდუქციაზეც, რომელიც 4 – 16 მარტის განმავლობაში 21% - 29%-იანი ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი ელთიბის შოურუმებში.

ასე რომ, ნებისმიერი მსურველი, ვინც გეგმავს ინტერიერის განახლებას, შეძლებს კომპანია „ელთიბის“ ექსკლუზიური პროდუქცია ღირებულების 4 თვეზე განაწილებით შეიძინოს!