03 ივლისი 2023
გაზიარება:

იდეალური ფასები EGGER-ის ყველაზე სასურველ პროდუქციაზე!

3 ივლისიდან კომპანია „ელთიბი“ მსოფლიო მასშტაბის ბრენდის — EGGER-ის ყველაზე მოთხოვნად ფილებზე მომხმარებელს განახლებულ ფასებს სთავაზობს.

EGGER-ის კოლექციები თანამედროვეობის მოთხოვნებს პასუხობს, ფილები გამოიყენება სხვადასხვა  მიმართულებით, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ინტერიერის გასაფორმებლად. ეს შეიძლება იყოს: სამზარეულო, სააბაზანო, ოფისი, მისაღები, საძინებელი და ა.შ. კომპანია „ელთიბის“ შოურუმებში წარმოდგენილი EGGER-ის საფასადე მასალების ფორმატია: 2800x2070x18 მმ.

ბრენდის კოლექციებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხის იერსახის მქონე ფილები, რომელთა ტექსტურა ხის ანათალის, იგივე შპონის მსგავსია. „ელთიბი“ EGGER-ის ხის ტექსტურის მქონე 2 ფილას მომხმარებელს საუკეთესო ფასად სთავაზობს:

  • პან3303 — 213.45 ლ   

ნატურალური მუხის ტექსტურის მქონე ფილა, რომელიც მუქი ტონალობებით, ხის კორძებითა და კლასიკური ბუნებრივი ფერით ავთენტურ ესთეტიკას შეიტანს სივრცეში. ასეთი დიზაინის მასალა ხშირად მკვეთრ თეთრთანაა შერწყმული ინტერიერში. ამასთან, ფილის გამოყენება დიდი ფასადების სახითაც შესაძლებელია, ვინაიდან ტექსტურა არ მეორდება.

  • პან3730 — 210.17 ლ

ნატურალური კაკალი ღია ფერის ელემენტებით, რაც დეკორის ტექსტურას უსვამს ხაზს. უფრო მეტიც, აღნიშნული მასალის დიზაინში შენარჩუნებულია მრავალფეროვნება, რომელიც ხისთვის ბუნებრივადაა დამახასიათებელი. ხშირად გამოიყენება როგორც ღია, ასევე მუქი ფერის სადა ფილებთან კომბინაციაში.

ამასთან, EGGER-ის ასორტიმენტში მომხმარებელს შეუძლია იხილოს სხვადასხვა მკვეთრი თუ პასტელური ფერის ულტრა გლუვი ფილები, რომელთაგან ღია ნაცრისფერს — პან0201, მომხმარებელი ახლა უკვე 192.05 ლარად შეიძენს. ტრენდული ელფერი ფილას ცივ იერსახეს მატებს, თუმცა კრემისფერ და ყავისფერ ტონებთან ერთად გამოყენებისას ინტერიერის პროექტებში სითბო შემოაქვს. ფერის საშუალო ინტენსივობის დახმარებით, ფილა კარგ კომბინაციას ქმნის ხის ტექსტურასა თუ აბსტრაქტულ დეკორებთან.

გარდა საფასადე ფილებისა, მათ, ვისაც სურს, ავეჯი სრულად ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქციით ააწყოს, კომპანია „ელთიბი“ EGGER-ის 3 სხვადასხვა ფერის ფილას განსაკუთრებულად ხელმისაწვდომი ფასით სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია სათავსოების კარკასიც ჯანმრთელობისათვის სრულიად უსაფრთხო მასალით ააწყოს. ქვემოთ ჩამოთვლილი ფილების გამოყენება ფასადის სახითაც შესაძლებელია, ვინაიდან, EGGER-ის სტანდარტული დაფარვა აქვს, რის შედეგადაც, მედეგობით არ განსხვავდება სხვა ფილებისაგან.

  • პან0908 — 122.9 ლ

თეთრი ფილა, რომელიც სადა, სხვადასხვა მასალის იმიტაციასა და ხის ტექსტურასთან კომბინაციაში იდეალურად გამოიყურება, მისი გამოყენება ავეჯის ნებისმიერი კომპონენტის დასამზადებლადაა შესაძლებელი.

  • პან0113 — 187.97 ლ

კრემისფერი ფილა, რომელიც ნეიტრალური ფერიდან გამომდინარე, საკმაოდ მოქნილია ხის ტექსტურასთან, სადა თუ სხვადასხვა მასალის (ბეტონი, ქვა და ა.შ.) იმიტაციასთან კომბინაციაში გამოსაყენებლად.

  • პან0963 — 130.46 ლ

მუქი ნაცრისფერი, თითქმის შავი ფერის ფილა, რომელსაც შეუძლია შავზე უფრო რბილი ალტერნატივა შესთავაზოს მომხმარებელს, ამასთან მუქი ფერის ავეჯისათვის უზრუნველყოს იდეალური კარკასი. ამ შემთხვევაში, ფასადის გამოღებისას სათავსოს შიდა სივრცე ჰარმონიულად ჩაჯდება ინტერიერში და არ შექმნის შეუფერებელ კონტრასტს.

კომპანია „ელთიბი“, როგორც კომპეტენციის ცენტრი ავეჯის ინდუსტრიაში, მომხმარებელს EGGER-ის ევროპული სტანდარტების შესაბამის, ჯანმრთელობისათვის სრულიად უსაფრთხო ფილებს იდეალურ ფასად სთავაზობს, რათა ხელი შეუწყოს ხარისხიანი ავეჯის წარმოებას საქართველოში.

*გარდა იმისა, რომ საკარკასე ფილებზე განახლებული ფასები მოქმედებს, კამპანიის — „შეიძინე მეტი, გადაიხადე ნაკლები!“ ფარგლებში, თეთრი და მუქი ნაცრისფერი საკარკასე ფილების განსაზღვრული რაოდენობით შეძენის შემთხვევაში, დამატებით ფასდაკლებასაც მიიღებს მომხმარებელი.