06 მაისი 2022
გაზიარება:

როგორ გავხადოთ გარდერობი მრავალფუნქციური?

თქვენ უკვე შეგიძლიათ იტალიური ბრენდის Salice-ს პროდუქციის შეძენა „ელთიბი“-ში. Salice მსოფლიოს ლიდერი კომპანიაა კარის მექანიზმების, ავეჯისა და საგარდერობე აქსესუარების სფეროში.

გთავაზობთ Salice-ს შემდეგ პროდუქციას:

  • სათავსოები ხელთათმანებისთვის, ქამრებისთვის, სამკაულებისა და სხვა აქსესუარებისთვის, რომლებიც დამზადებულია იმიტირებული ან ნატურალური ტყავისაგან და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერსა და ზომაში. დანიშნულებისამებრ დამზადებული დამჭერები იდეალურად ჯდება ელეგანტურ 3 მმ. სისქის უჯრის ჩანართებში. კომპანიას აქვს 360 და 410 მმ. სიღრმის, რომელთა გარე ზომებია 285x128 მმ.  სიმაღლე – 50 ან 55 მმ. სათავსოები. დანიშნულების მიხედვით ეს სათავსოები განსხვავდება, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც მულტიფუნქციური, ასევე საყურეების, ბეჭდების, საათების, ქამრებისა თუ ხელთათმანებისთვის განკუთვნილი ყუთები.

  • ტანსაცმლის შესაფუთი და დამცავი აქსესუარები, რომლებიც სიმაღლეში რეგულირებადია და უზრუნველყოფილია ნაკეცებით მოცულობითი ტანსაცმლის ადვილად შესანახად. ეს პროდუქცია 100%-ით ნატურალურია, დამზადებულია ბამბისაგან და ხელმისაწვდომია სამ ფერში (ნაცრისფერი, აგურისფერი, პიტნისფერი მწვანე). ქსოვილის ელეგანტური დამცავი და შესანახი აქსესუარები შეგიძლიათ დაკეცოთ ზეთისხილის ხისგან დამზადებული ღილების დახმარებით.

  • საკიდები ტანსაცმლისთვის, შარვლებისთვის, ჰალსტუხებისა თუ შარფებისთვის – ვენგეში შეღებილი წიფლის ხისგან დამზადებული საკიდები, რომლებიც ახლა შეიძლება სრულად იყოს პერსონალიზებული ძვირფასი დეტალებით ან ტყავის დამჭერებით, დაგეხმარებათ ორგანიზებულად შეინახოთ ნივთები გარდერობში. საკიდების კაუჭი დამზადებულია ჩამოსხმული მეტალისაგან, რომელიც დაფარულია ეპოქსიდზე დაფუძნებული ფხვნილით. საკიდების ზომები განსხვავდება დანიშნულების მიხედვით:
  • ქალის პიჯაკის საკიდის ზომები: 400x293 მმ;

  • ქვედაბოლოს საკიდის ზომები: 390x200 მმ;

  • მამაკაცის პიჯაკის საკიდის ზომები: 450x257 მმ;

  • შარვლის საკიდის გარე ზომები: 390x170 მმ;

  • ჩანთის საკიდის ზომები: 98x185 მმ;

  • ჰალსტუხისა და ქამრის საკიდების ზომები: 68x156 მმ;

  • შარფების საკიდების ზომები: 150x245 მმ.

  • ელეგანტური სათავსო ყუთები – ტანსაცმლისა თუ სხვა ნივთების ყუთები, რომლებიც დაფარულია ელეგანტური ქსოვილით, შიდა სივრცის ორგანიზების საშუალებას მოგცემთ და გაამდიდრებს მას სხვადასხვა ტონითა და ფერით.  კოლექციაში შედის როგორც სადა, ასევე ტყავის ფასადისა და სახელური მქონე სათავსოები. ყუთების გამოყენება ასევე შესაძლებელია უჯრის სახით.  შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ზომის სათავსო ყუთები:
  • 250x465x255 მმ;
  • 390x465x125 მმ.

„ელთიბი“ ასევე გთავაზობთ სათავსო ყუთების საფარს, რომლებიც სხვადასხვა (სათავსო ყუთების) ფერშია წარმოდგენილი. მათი ზომებია:

  • 260x480x50 მმ;
  • 400x480x50 მმ.

  • მრავალფეროვანი დიზაინის და სიმაღლის მქონე გამოსაგორებელ სათავსოებს – სათავსოები დამზადებულია ალუმინის ჩარჩოსაგან და შეგიძლიათ გაუკეთოთ ხის, მინის ან იმიტირებული ტყავის ქვედა ნაწილი. უჯრები ხასიათდება ელეგანტური ფორმებითა და ფუტურისტული სტილით. სუფთა და დახვეწილი ესთეტიკის გამო ისინი შესანიშნავად ერგება ნებისმიერი დიზაინისა და მასალის გარდერობს. კოლექციაში ასევე შედის გამოსაგორებელი სათავსოების სხვადასხვა აქსესუარი: შარვლის საკიდი, ლითონის ფეხსაცმლის თაროები და თეთრეულის შესანახი განყოფილებები.

„ელთიბი“-ში წარმოდგენილია:

  • ალუმინის სამგვერდიანი გასაგორებელი სათავსოები, რომელთა სიმაღლეებია: 52 მმ., 78 მმ. და 128 მმ., ხოლო მაქსიმალური სიგანე 1500 მმ.
  • ალუმინის სამგვერდიანი გასაგორებელი სათავსოები მინის ფასადით, რომელთა სიმაღლეებია: 52 მმ., 78 მმ. და 128 მმ., ხოლო მაქსიმალური სიგანე 1500 მმ.
  • ალუმინის ოთხგვერდიანი გასაგორებელი სათავსოები, რომელთა სიმაღლეებია: 52 მმ., 78 მმ. და 128 მმ., ხოლო მაქსიმალური სიგანე 1500 მმ.
  • თაროებისათვის განათების სისტემებით – გვეხმარება სივრცის უკეთ აღქმასა და გახალისებაში. განათების სისტემა ისეა ალუმინის პროფილებში ინტეგრირებული, რომ თვალისათვის შეუმჩნეველი იყოს. თაროების ან საკიდების რელსები და მისი საყრდენების დახვეწილი მუშაობა სრულყოფს და ალამაზებს პროდუქტის დიზაინს. პროფილის სიმაღლე – 36 მმ., ხოლო მაქსიმალური სიგანე 1500 მილიმეტრია.

ბრენდი აწარმოებს პრემიუმ ხარისხის პროდუქციას. Salice-ს ინოვაციების, ხარისხზე კონცენტრირებულობის, მომსახურების ეფექტურობისა და 90 წლიანი გამოცდილების შედეგად მიღებული საიმედოობის გამო მსოფლიოში თავის სეგმენტზე მყარი პოზიცია უკავია. Salice არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბრენდი ავეჯის ინდუსტრიის მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს შორის.