15 სექტემბერი 2023
გაზიარება:

სპეც. ფასები ხის ტექსტურის მქონე ფილებზე! — რაოდენობა შეზღუდულია!

18 სექტემბრიდან კომპანია „ელთიბი“ მომხმარებლებს CLEAF-ის, EGGER-ისა და ექსკლუზიურად ელთიბისთვის წარმოებული ხის ტექსტურის ფილებზე სპეც. ფასებს სთავაზობს.

ხის ტექსტურის გამოყენება ინტერიერში კლასიკური გადაწყვეტილებაა. ის მუდმივად ტრენდული და აქტუალურია, ვინაიდან, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა სივრცეში ბუნებრიობის შემოსატანად. გარდა იმისა, რომ ხის ტექსტურას ნატურალური, კლასიკური იერი აქვს, ხშირად მომხმარებლები სადა ფერებთან ერთად კომბინაციაში იყენებენ, რაც თანამედროვე სტილს ქმნის.

ელთიბის შოურუმებში სპეც. ფასებით წარმოდგენილია როგორც საშუალო სიმკვრივის მერქანბოჭკოვანი (ე.წ. მდფ), ისე მერქანბურბუშელოვანი ფილები (ე.წ. დსპ).

MDF ხის მცირე ზომის, დაპრესილი ნაწილაკებისგან შედგება. გლუვი და ერთგვაროვანი სტრუქტურის მისაღებად ფისით, მელამინითა და ცვილით მუშავდება. მასალის დამუშავება განაპირობებს მის დადებით მახასიათებლებს: დრეკადია და მარტივია მდფ-ის ფრეზირება და სხვადასხვა დიზაინ ელემენტის ამოჭრა, მედეგია ნესტის მიმართ და ა.შ.

მდფ-სგან განსხვავებით, დსპ ფილები დიდი ზომის ნაწილაკებისგან შედგება, რომელიც ასევე ფისითა და მელამინითაა დამუშავებული. მერქანბურბუშელოვანი ფილა გამოირჩევა სიმსუბუქით, რის გამოც, იდეალურია ავეჯის ისეთი დეტალების წარმოებისათვის, როგორიცაა საფასადე ან/და საკარკასე მასალა. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დსპ მედეგია ლპობის მიმართ.

სპეც. ფასები ვრცელდება სხვადასხვა დიზაინისა და ფერის ხის ტექსტურის ფილებზე:

  • გპაზ0012 – 151.7 ლ. 2800*1220*18 მმ.
  • გპაზ0009 – 156.4 ლ. 2800*1220*18 მმ.
  • პან1399 – 257.6 ლ. 2800*2070*18 მმ.
  • პან1330 – 316.3 ლ. 2800*2070*18 მმ.
  • პან1115 – 309 ლ. 2800*2070*18 მმ.
  • პაზ3105 – 417 ლ. 2800*2070*18 მმ.

გარდა ამისა, ნებისმიერი ტონალობის ხის ტექსტურა იდეალურ კომბინაციას ქმნის ნაცრისფერ საკარკასე ფილასთან, რომლის შეძენა ელთიბიში იდეალურ ფასადაა შესაძლებელი.