23 მარტი 2023
გაზიარება:

პირველი ავტომატიზებული სამღებრო ლაბორატორია საქართველოში!

კომპანია „ელთიბი“-მ საქართველოში პირველი ავტომატიზებული სამღებრო ლაბორატორია წარმატებით აამუშავა. „ელთიბის“ მამოძრავებელი ძალა განვითარებაა, რის შედეგადაც ის  ავეჯის ინდუსტრიაში ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც შეღებილი ფასადების წარმოებისთვის ფერთა პალიტრას საკუთარი ლაბორატორიით ადგენს.

„ელთიბი პალიტრა“-ში სამღებრო მომსახურებები იტალიურ დანადგარებზე, იტალიური ტექნოლოგიის გათვალისწინებით, იტალიური საღებავების გამოყენებითა და ახლა უკვე იტალიური უნიკალური ლაბორატორიის დახმარებით სრულდება. მომსახურებების მაღალი სტანდარტებით შესრულება განაპირობებს იდეალურ, შეუდარებელ შედეგს.

იტალიური ინოვაციური სამღებრო ლაბორატორია კომპიუტერული მეთოდით, ფორმულის საფუძველზე ფერის მიღების შესაძლებლობას იძლევა, რის შედეგადაც ფერის ზუსტი ასლის შექმნა არ წარმოადგენს სირთულეს, ხოლო შექმნილი ფერები მაქსიმალურად იდენტურია კატალოგში წარმოდგენილი ფერისა. კომპანია „ელთიბიმ“ სამღებრო ლაბორატორიის შეძენითა და ამუშავებით მომხმარებელს 2 500-ზე მეტი ფერი შესთავაზა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერთა პალიტრა ყველაზე უფრო ვრცელი გახდა, ვიდრე ოდესმე! გარდა ფერის მისაღებად საჭირო დოზების ლაბორატორიული (დანადგარის მეშვეობით) ჩამოსხმისა, პალიტრაში ფერების ერთმანეთში შერევაც ევროპული ბაზრის სტანდარტების შესაბამისი შემრევით ხორციელდება.

იტალიური სამღებრო ლაბორატორიის მიერ შექმნილი ფერები მხოლოდ ელთიბის მომხმარებელთათვის მხოლოდ შეღებილი ფასადების სახით იქნება ხელმისაწვდომი. კომპანია „ელთიბი“ მუშაობს შეღებილი ფასადების კოლექციის განახლებაზე, რომლის ნახვაც მომხმარებელს ძალიან მალე შეეძლება კომპანიის შოურუმებში.

2019 წელს გაიხსნა „ელთიბი პალიტრა“, სადაც ავეჯის შემადგენელი ელემენტების, ფასადების, პანელების, მინისა და ოთახშორისი კარის შეღებვა/გალაქვა ტექნოლოგიური პროცესების სრული დაცვითა და პრემიუმ ხარისხის სამღებრო საშუალებების გამოყენებით ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ 35%-იანი ფასდაკლება ელთიბის შოურუმებში წარმოდგენილი შეღებილი ფასადების არსებულ კოლექციაზე გრძელდება!