31 იანვარი 2019
გაზიარება:

რეკომენდაციები აკრილის მოვლასთან დაკავშირებთ

ამ სტატიაში გაიგებთ, თუ რა უპირატესობა აქვს აკრილს და ზოგადად, როგორ უნდა მოვუაროთ პრიალა მასალას. სასარგებლო რჩევები ელთიბისგან:

აკრილის უპირატესობები:

  • საფუძვლად გამოიყენება მაღალი ხარისხის მდფ
  • აქვს სარკისებრი, პრიალა ზედაპირი
  • სწორი ზედაპირი -  ნაკაწრების მიმართ მეტი ამტანობით
  • ანტიბაქტერიული ზედაპირი
  • არ შეიცავს კანცეროგენურ ნივთიერებებს (კიბოს გამომწვევ ნივთიერებებს)
  • ზრდის ოთახის სივრცის აღქმას, ამიტომ ხშირად იყენებენ პატარა ზომის ოთახებშ.
  • აკრილი უძლებს და ინარჩუნებს გარეგნულად პირვანდელ სახეს 80გრადუსამდე ტემპერატურაზეც კი
  • დამზადებისას გამოიყენება მხოლოდ გარემოსთვის და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კომპონენტები.
  • ეს ის შემთხვევაა, როცა მისი ნაკლი მხოლოდ მისი უპირატესობაა - სიპრიალე.

 

პრიალა მასალის მოვლა:

  • პირველ რიგში შეძენის შემდეგ, მოვაცილოთ დამცავი პოლიეთილენის ფირი
  • პირველი 72 საათის განმავლობაში არ გაწმინდოთ
  • საწმენდად გამოიყენეთ რბილი, ნამიანი ნაჭერი
  • ცხიმის მოშორება შესაძლებელია საპნიანი წყლით, (ჟელე)
  • გასაპრიალებლად გამოიყენეთ სპეციალური საპრიალებელი (რომელიც შეგიძლიათ ეთიბიში შეიძინოთ)

ზევით აღნიშნული საპრიალებელი შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი მასალით დაფარულ ფილებზე:

  • PVC
  • აკრილი
  • კერამიკის ფილები
  • მარმარილო
  • გრანიტი
  • ხის ანათალი

 

იკრძალება:

  • წმენდისას ბასრი საგნის გამოყენება
  • მჟავის შემცველი საწმენდი საშუალებები