01 ნოემბერი 2022
გაზიარება:

კამპანია „ერთგულება ფასდება“ – მეტი სარგებლის აქცია მზა ფასადებზე დაიწყო!

კომპანია „ელთიბი“ „ერთგულება ფასდება“ კამპანიის ფარგლებში აცხადებს მეტი სარგებლის აქციას. შეთავაზების ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი მიიღებს 15%-იან ფასდაკლებას შეღებილ, ლამინატის, MDF-ის ან ალუმინის პროფილებით აწყობილ მზა ფასადებზე. გარდა ამისა, მყიდველი შეძლებს დამატებითი ბენეფიტის მიღებას, კერძოდ:

  • თუ მომხმარებელი „ელთიბის“ ლოიალობის ბარათის მფლობელია ან შერჩეული ჰყავს ხელოსანი/ელთიბის პარტნიორი კომპანია, რომელიც ფლობს „ელთიბის" ბარათს ან ფასდაკლებას, მაშინ შესაძლებლობა ეძლევა, მიიღოს მეტი სარგებელი.
  • თუ მომხმარებელს აქვს ელთიბის პრომო კოდი, რომლის მეშვეობით შეუძლია 10%-იანი ფასდაკლების მიღება, შესაძლებლობა ეძლევა, გაანაღდოს კოდი მეტი სარგებლის მისაღებად.

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  • შეთავაზების ფარგლებში, ფასდაკლებულ საქონელზე მეტი სარგებლის მისაღებად, ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთია ვალიდური: ლოიალობის ბარათი/პარტნიორი კომპანიის ფასდაკლება ან პრომო კოდი;
  • გატარებულ ლოიალობის ბარათზე დაირიცხება ბონუს ქულები;
  • შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია „ელთიბის“ ნებისმიერ ფილიალში.

 

„ელთიბის“ შოურუმებში წარმოდგენილია სხვადასხვა დიზაინის მქონე შეღებილი და პროფილებიანი ფასადები. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი შეარჩევს სასურველ მოდელს და განათავსებს შეკვეთას, ფასადი მუშავდება მაღალტექნოლოგიურ მანქანა-დანადგარებზე, მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ, რომელიც მკაცრად აკონტროლებს მიმდინარე პროცესების ხარისხიან და ზუსტ მიმდინარეობას. 

„ელთიბის“ პარტნიორი კომპანიებისა და ხელოსნების საპოვნელად მომხმარებლებს „ელთიბის“ ჯგუფი Facebook-ზე დაეხმარება: ელთიბი ლაბ • LTB LAB