03 სექტემბერი 2021
გაზიარება:

3 რამ, რაც დაგეხმარებათ საფასადე მასალის შერჩევაში

გსურთ გაგიმარტივდეთ საფასადე მასალის შერჩევა? მითუმეტეს მაშინ, როცა არჩევანი ამდენად დიდია, საფასადე მასალის სწორად შერჩევას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ავეჯის დიზაინისთვის...

რეალურად, შერჩევა გაცილებით მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. საკმარისია, ასორტიმენტში ყურადღება მიაქციოთ საფასადე მასალების 3 ძირითად მახასიათებელს, რომელიც მარტივად გაპოვნინებთ ვიზუალურად და ღირებულებით თქვენთვის იდეალურ პროდუქტს.

ტექსტურა, ფაქტურა და რელიეფი:

ინტერიერი, რომლისთვისაც ეძებთ საფასადე მასალას, თავად გიკარნახებთ მასალის ფაქტურის, ტექსტურისა და რელიეფურობის რომელი სახის შერჩევა ჯობს. მასალას ფაქტურა შეიძლება იყოს ხის ან, უბრალოდ, პრიალა და გლუვი. ის ესთეტიკურ ეფექტს ქმნის როგორც ვიზუალურად, ისე მასალასთან უშუალოდ შეხების დროს. გარდა ამისა, ხის ან ქვის ფაქტურის მქონე ფილებში შეიძლება გამოირჩეოდიეს ძლიერი რელიეფურობით. მისი მიზანია დეკორატიულ ელემენტებში გამოიკვეთოს ბუნებრივობის ეფექტი.

ფასადის გამოყენება სხვადასხვა სივრცეში:

ფასადის გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ სივრცეში. პროდუქცია გადის მრავალჯერად ტესტირებას ნესტიან სივრცეში ავეჯის განთავსების თვალსაზრისით. სველ წერტილებში, როგორიცაა სამზარეულო და სააბაზანო სივრცე, უპირატესობა მერქანბოჭკოვან (მბჭ ე.წ. MDF) საფასადე ფილას ენიჭება, განსხვავებით მერქანბურბუშელოვანი (მბბ ე.წ. ДСП) ფილისგან. მბჭ ფილა უფრო მედეგია ნესტის მიმართ, ხოლო სწორად დაწიბოება მის მდგრადობას კიდევ უფრო აუმჯობესებს. „ელთიბი“-ში ამ მიზნით ვიყენებთ პოლიურეთანის წებოს, რომლის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ბრენდი:

საფასადე ფილების წარმოება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ხდება. სხვადასხვა ბრენდის პროდუქტი ერთმანეთისგან განსხვავდება დიზაინერული, ხარისხითა და ღირებულებით. მსოფლიოში ცნობილი ბრენდები: Egger, Cleaf, Top Linea, Arkopa, Sm’art და სხვა „ელთიბი“-ს ერთიან სივრცეშია წარმოდგენილი. მათ მასალებს გამოარჩევს მაღალი ხარისხი, გამძლეობა და ეკოლოგიური სისუფთავე.

იხილეთ კატალოგები: Egger და Top Linea, Cleaf, SM'art.

ამ მცირე ინფორმაციის მოძიებით, გაცილებით მარტივია სანდო, დახვეწილი და ხელმისაწვდომი პროდუქტის შერჩევა, რათა ავეჯი იყოს ინტერიერის შესაბამისად დაგეგმარებული და გარანტირებული იყოს მისი გამძლეობა.