17 ივნისი 2021
გაზიარება:

გაეცანით BLUM-ის ასაწევ მექანიზმს HK-TOP-ს

წარმოგიდგენთ BLUM-ის ასახდელი მექანიზმი AVENTOS HK-TOP, გამოირჩევა კომპაქტურობით, მრავალფეროვნებითა და დამონტაჟების სიმარტივით.

AVENTOS HK-TOP შეუმჩნევლად ერწყმის ნებისმიერ ავეჯს და კიდევ უფრო მეტი ყურადღება გადააქვს დიზაინზე.

მექანიზმის გამოყენება შესაძლებელია ალუმინის თუ ხის მასალასთან, როგორც თანამედროვე, ასევე ტრადიციულ დიზაინში, AVENTOS HK-TOP-ის შესაძლებლობები ულევია.

AVENTOS HK-TOP შემდეგი ნიშნებით გამოირჩევა:

  • აღჭურვილია რბილი დახურვის სისტემით (BLUMOTION). მექანიზმზე შეიძლება დამონტაჟდეს ელექტრონული მართვის სისტემაც (SERVO-DRIVE);
  • ხოლო გამომგდების (TIP-ON) მეშვეობით უსახელურო თაროების გაღებაც უმარტივესია;
  • იდეალურია როგორც მცირე, ისე - დიდი ზომის თაროებისთვის (60 სმ-მდე სიმაღლისა და 180 სმ-მდე სიგანის მქონე);
  • გაღება-დახურვისას შესაძლებელია კარის ყველა სასურველ დონეზე შეჩერება;
  • ვიზუალურად მექანიზმი მინიმალისტურია, კარს კი აღარ სჭირდება ანჯამა.

ელექტრონული მართვის სისტემის დამონტაჟებით შესაძლებელი ხდება პატარა თუ დიდი მექანიზმების კომფორტული გამოყენება.

იხილეთ ასევე: BLUM AVENTOS HFBLUM AVENTOS HL და BLUM AVENTOS HS;