22 იანვარი 2024
გაზიარება:

40%-იანი ფასდაკლება პრემიუმ კლასის ფურნიტურასა და საგარდერობო აქსესუარებზე!

კომპანია „ელთიბი“ მომხმარებელს 40%-იან ფასდაკლებას სთავაზობს ბრენდ SALICE-ს სრულ ასორტიმენტზე. 

ბრენდის საქართველოს ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ SALICE-ს პრემიუმ კლასის პროდუქცია მომხმარებლისთვის წარმოუდგენლად ხელმისაწვდომ ფასად შეეთავაზებინა.

SALICE მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც ავეჯის ფურნიტურისა და საგარდერობო აქსესუარების ყოვლისმომცველ ასორტიმენტს აწარმოებს. Blum-ის პროდუქციას ყველა სხვა ბრენდისაგან უმაღლესი ხარისხი გამოარჩევს, თუმცა Salice-ც პრემიუმ კლასის პროდუქციას აწარმოებს, რომელსაც იტალიელი მწარმოებლები ხშირად ირჩევენ!

4 იანვრიდან, 40%-იანი ფასდაკლებით ხელმისაწვდომი იქნება ბრენდის პროდუქცია:

  • ანჯამები

გარდა სტანდარტული ანჯამების მრავალფეროვანი არჩევანისა, Salice-ს ასორტიმენტში შეხვდებით გამორჩეული დიზაინის ანჯამებსაც, მაგალითად: უხილავი ანჯამა AIR ინოვაციური პროდუქტია, რომელიც კომპაქტური ზომისაა და ალუმინის პროფილებით აწყობილ ფასადებთან ერთად გამოიყენება. AIR მონტაჟდება სათავსოს ზედა და ქვედა პანელებზე და თითქმის სრულიად უხილავია. ასეთივე გამორჩეული დიზაინისაა ანჯამა PACTA, რომელიც ფასადის გადმოღებას უზრუნველყოფს, უნიკალური ესთეტიკის დამსახურებით, PACTA-ს შეუძლია სათავსო აქციოს სახლის ოფისად, სამზარეულოს ტექნიკის შესანახ სივრცედ და ა.შ.

  • უჯრები და მიმმართველი მექანიზმები

საცხოვრებელ თუ კომერციულ სივრცეებში ძალიან მნიშვნელოვანია სათავსო სივრცე. SALICE მომხმარებელს უჯრებისა და მიმმართველი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს ნივთების ორგანიზებულად შენახვისათვის. რბილი დახურვის ფარულ მიმმართველებს უხილავი კომფორტი შემოაქვს სივრცეში, ხოლო მინიმალისტური უჯრები მეტალის გვერდებით იდეალურად გამოიყურება ნებისმიერი სტილის ინტერიერში.

  • ასახდელი მექანიზმები

მექანიზმები, რომლებიც სამზარეულოში საქმიანობას განსაკუთრებით ამარტივებს. ფასადები გაღებულ მდგომარეობაშიც არ უშლის ხელს მომხმარებელს, ვინაიდან არ ზღუდავს სივრცეს. SALICE-ს ასორტიმენტში წარმოდგენილია გასაგორებელი კარის მექანიზმებიც, რომლებიც გაღებისას ზემოთ ან ქვემოთ მოძრაობს და ქმნის მნიშვნელოვან სათავსოს სამზარეულოს წინსაფრის (ე.წ. ფართუკის) ადგილას.

  • ჯიბისებრი და გასაგორებელი კარები

SALICE-ს პროდუქცია მოიცავს ინოვაციურ ჯიბისებრი კარის მექანიზმს. დიდი ფასადების დამონტაჟების შესაძლებლობა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სამზარეულო მთლიანად დამალოს ერთ დიდ სათავსოში, რაც მინიმალისტურ სიმარტივეს შემოიტანს ნებისმიერ სივრცეში. გარდა ამისა, SALICE-ს ასორტიმენტში მომხმარებელი იხილავს გასაგორებელი კარის მექანიზმსაც. ინტუიციური, შეუფერხებელი და ჩუმი მოძრაობით coplanar-ის სისტემა საუკეთესო გადაწყვეტილებაა ნებისმიერ სივრცეში. სხვა მექანიზმებისგან განსხვავებით, სისტემა უზრუნველყოფს კარების ერთ სიბრტყეზე განთავსებას დახურულ მდგომარეობაში.

  • საგარდერობო თაროები და აქსესუარები

SALICE-ს საგარდერობო პროდუქცია გარდერობში ნივთების ორგანიზებულ განლაგებას უზრუნველყოფს. ელთიბიში წარმოდგენილია თაროები განათებით; სათავსოები ხელთათმანებისთვის, ქამრებისთვის, სამკაულებისა და სხვა აქსესუარებისთვის; ტანსაცმლის შესაფუთი და დამცავი აქსესუარები; საკიდები ტანსაცმლისთვის, შარვლებისთვის, ჰალსტუხებისა თუ შარფებისთვის; ელეგანტური სათავსო ყუთები და სხვა.

40%-იანი ფასდაკლებით კომპანია ელთიბი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გამოცადონ ფურნიტურისა და საგარდერობო აქსესუარების მწარმოებელი ახალი ბრენდი საქართველოს ბაზრისთვის.