16 სექტემბერი 2021
გაზიარება:

რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ანჯამები, სავლელები და ასაწევი მექანიზმები?

გამოიყენეთ თანამედროვე მექანიზმები და ანჯამები მეტი კომფორტისა და სივრცის ერგონომიკისთვის. ისინი შექმნილია სხვადასხვა ტიპის გარემოსა და მომხმარებლის ინდივიდუალური გემოვნების შესაბამისად.

უკვე დიდი ხანია, დახვეწილმა ინოვაციურმა მექანიზმებმა და ავეჯის სხვა აქსესუარებმა ფანტასტიკის სფეროდან რეალობაში გადმოინაცვლა, თუმცა ინოვაციას და შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს...

ანჯამები

ანჯამა მრავალი სახის შეიძლება იყოს. ისინი სხვადასხვა ნიშნით განსხვავდება:

  • დიზაინით – ყველასთვის ნაცნობი ანჯამების გვერდით, უჩინარი ანჯამებიც არსებობს, რომელიც ავეჯის ელეგანტურ სახეს გამოკვეთს;
  • გაღების კუთხით – მათ შორის არის 175°-მდე კუთხეც კი, რაც მას დამატებით ფუნქციას სძენს. ზოგიერთი ანჯამით შესაძლებელია კარის გვერდული გაღება.
     

მექანიზმები

მექანიზმები ცხოვრებას ამარტივებს, გამორჩეული მექანიზმები კი მას ესთეტიკასაც მატებს. ისინი სხვადასხვაგვარია:

  • არსებობს თაროს ასაწევი მექანიზმები, რომელიც სივრცის ეკონომიური ათვისებისა და მარტივი მოხმარებისთვის არის შექმნილი;
  • უჯრის მექანიზმები – ავეჯის უხმაუროდ გამოყენების, მძიმე სათავსოების შემსუბუქებისთვის და სხვა.

ფუნქციასთან ერთად, მექანიზმები ზომითა და დიზაინით განსხვავდება. გარდა ამისა, ზოგიერთი მათგანი შეგიძლიათ აღჭურვოთ დამატებითი სისტემებით, როგორიც არის სხვადასხვა დონეზე გაჩერების ან ელექტრონული მართვის სისტემა და ა.შ.

ანჯამების და მექანიზმების სწორად დამონტაჟებით ნებისმიერ გარემოს აქცევთ კომფორტულ სივრცედ, სადაც ავეჯის გამოყენება და ყოველდღიური ფუსფუსი ბევრად სასიამოვნოა.