17 თებერვალი 2022
გაზიარება:

ელთიბი პალიტრა

„ელთიბი" პალიტრაში გეძლევათ შესაძლებლობა შექმნათ საფასადე ფილა თქვენთვის სასურველი სტილის ინტერიერისთვის.

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა სამღებრო სერვისებიც. იმისთვის, რომ მივიღოთ მაღალი ხარისხი, ჩვენ გთავაზობთ:

  • EGGER-ის შესაღები საშუალო სიმკვრივის მერქანბოჭკოვანი ფილა (ე.წ. MDF);
  • ფერების ფართო არჩევანი;
  • ტექნოლოგიური პროცესების მაღალი სტანდარტებით დაცვა;
  • შეუდარებელი შედეგი იტალიური მანქანა-დანადგარების, იტალიური საღებავებისა და იტალიური ტექნოლოგიების მეშვეობით;
  • გარანტია შესრულებულ სერვისებზე.

 

ელთიბი პალიტრა სამღებრო მომსახურების ფართო სპექტრს გთავაზობთ:

  • შეღებვა – იტალიური, მაღალი ხარისხის საღებავით ნებისმიერ ფერში;
  • ფრეზირება – საფასადე მასალის ვიზუალის შექმნა სასურველ ფორმისა და სტილის ფრეზებით;
  • გალაქვა – პირვანდელი იერსახისა და დეკორატიული თავისებურებების შენარჩუნება და, რაც მთავარია, გამოშრობისგან დაცვა. გალაქვა შესაძლებელია გლუვი ან პრიალა ფინიშით;
  • დაპატინება – სხვადასხვა ნაკეთობის ფრაგმენტული შეღებილობა ოქროსფრად, ვერცხლისფრად, შავად ან ბრინჯაოსფრად. დაპატინება, შესაძლოა, გარეგნულად ჟანგის თხელ ფენას წააგავდეს;
  • დაბაიცება – ნატურალური მასალის, ხის ან ფირფიცრით (ე.წ. შპონით) მოპირკეთებული ზედაპირის ტონირება მასალის ბუნებრივი ტექსტურის შენარჩუნებით;
  • რესტავრაცია – ნაკეთობის, ნივთის ან/და ფრაგმენტის აღდგენა პირველადი ან მასთან მიახლოებული სახით. ყველაზე ხშირია საღებავატეხილი ავეჯის რესტავრირება.

ამის გარდა შესრულებულ სერვისზე „ელთიბი“ პალიტრაში მიიღებთ საგარანტიო ტალონს.