16 თებერვალი 2023
გაზიარება:

35% ფასდაკლება შეღებილი ფასადების სრულ კოლექციაზე!

კოლექციის განახლებამდე კომპანია „ელთიბი“ შეღებილი ფასადების სრულ ასორტიმენტზე 35%-იან ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს!

ფასადი ავეჯის სახეა, რომელიც ძირითად აქცენტებს ქმნის ინტერიერის დიზაინში, ამიტომ ავეჯის დაგეგმვის, შერჩევისა და კონსტრუირებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ ფასადის ფერია. „ელთიბი“-ს შოურუმებში წარმოდგენილი სხვადასხვა დიზაინისა და ფერის შეღებილი ფასადების კოლექცია ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს შეიძლება მოერგოს.

მას შემდეგ, რაც მომხმარებელი შეარჩევს სასურველ მოდელს და განათავსებს შეკვეთას, ფასადი მუშავდება მაღალტექნოლოგიურ მანქანა-დანადგარებზე, მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ, რომელიც მკაცრად აკონტროლებს იმ პროცესების ზუსტ მიმდინარეობას, რომელიც ფასადის დასრულებული სახის მისაღებადაა აუცილებელი.

დაჭრილი და დაწიბოებული ფილა ელთიბი პალიტრაში გადის დამუშავების რამდენიმე საფეხურს. პირველი ეტაპი აუცილებელია იდეალურად სწორი ზედაპირის მისაღებად და მასალის საიზოლაციო ხსნარით დასაფარად, რის შემდეგაც ზედაპირი ორჯერ იგრუნტება. იზოლაციის ხსნარით დამუშავებულ და დაგრუნტულ ზედაპირზე საღებავის შეჭიდულობა განსაკუთრებით მყარია, რაც ზრდის მასალის საექსპლუატაციო ვადას. შეღებვამდე თითოეულ ეტაპს შორის მასალა 3 სხვადასხვა დონის ზუმფარით მუშავდება იდეალური შედეგის მისაღებად. ამის შემდეგ იწყება მასალის შეღებვის პროცესი, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში მასალა ილაქება.

ინდივიდუალისტური დიზაინის ფასადების მისაღებად ელთიბი პალიტრა მომხმარებელს სთავაზობს დაპატინების მომსახურებას. დაპატინება შეღებილ ზედაპირზე სხვადასხვა ფერის შემოყვანაა, რომელიც, ხშირად, ფრეზების გამოსაკვეთად გამოიყენება. დაპატინება დეკორატიული ფუნქციის მატარებელია, წააგავს ჟანგის თხელ ფენას. ავეჯის კლასიკური სტილის მოყვარული მომხმარებლები ელთიბი პალიტრას დაპატინების მომსახურებით ხშირად სარგებლობენ. აღნიშნული მომსახურების შემდეგ მასალა ისევ ილაქება, რა თქმა უნდა, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თითოეული ეტაპის შემდგომ დეტალი გადის შრობის რეკომენდებულ პროცესს შესაბამისი სტანდარტებით მოწყობილ ოთახში, სადაც გახლავთ მუდმივი (უცვლელი) ტემპერატურა და ტენიანობა.

შეკვეთა, რომელიც დამუშავდა „ელთიბი პალიტრაში“ შეფუთვამდე გადის ხარისხის კონტროლს, რაც გულისხმობს მის დეტალურ დათვალიერებას ვიზუალური წუნის გამოვლენის მიზნით. არაპირდაპირი განათების პირობებში, ნახევარი მეტრის დაშორებით დათვალიერებისას თუ მასალაზე არ იქნა აღმოჩენილი წუნი, სამღებრო სამუშაოები ჩაითვლება დასრულებულად და მასალაზე დაიტანება სამღებრო სამუშაოების ჩატარების ავთენტურობის დამადასტურებელი სტიკერი. მრგვალი ფორმის სტიკერზე მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამღებრო სამუშაოები ნამდვილად განხორციელდა იტალიურ მანქანა-დანადგარებზე, იტალიური საღებავებით და იტალიური ტექნოლოგიების გათვალისწინებით. სტიკერი მასალიდან აძრობისთანავე ტოვებს ავთენტურ კვალს. ასევე „ელთიბი პალიტრა“-ში დამუშავებულ მასალაზე კომპანია გასცემს 2-წლიან საგარანტიო ტალონს.

*აქციის განმავლობაში, მომხმარებლები „ელთიბის“ ლოიალობის ბარათზე შეძლებენ ბონუს ქულების დაგროვებას (თუმცა მიმდინარე ფასდაკლებას არ დაემატება მომხმარებლის ინდივიდუალური ფასდაკლება, რომელიც უფიქსირდება ლოიალობის ბარათზე).