31 ოქტომბერი 2022
გაზიარება:

შექმენით სასურველი ინტერიერი ხის ანათალის გამოყენებით!

ელთიბი გთავაზობთ შპონირებულ საშუალო სიმკვირივის მერქანბოჭკოვან (ე.წ. მდფ) ფილას, რომელიც საწარმოში დიდი სიზუსტითა და ხარისხით მუშავდება თქვენს ინტერიერში სითბოს შემოსატანად.

ელთიბის ასორტიმენტში წარმოდგენილია მუხისა და კაკლის ხის ანათალით დამზადებული მასალა:

  • პად8140 - ფილა საფასადე ფირფიცრით გადაკრული, მდფ 2800*2100*18მმ მუხა ტანგეციალი ა/ბ;
  • პად8141 - ფილა საფასადე ფირფიცრით გადაკრული, მდფ 2800*2100*18მმ მუხა რადიალი ა/ბ;
  • პად8142 - ფილა საფასადე ფირფიცრით გადაკრული, მდფ 2800*2100*18მმ კაკალი ტანგეციალი/წიფელი ა/ბ.

შპონი არის ხის ანათალი, რომელიც ფურცელივით თხელია და ეკვრება სხვადასხვა ტიპის დამუშავებულ ხეს, როგორებიცაა საშუალო სიმკვრივის მერქანბოჭკოვანი ფილა (ე.წ. მდფ), ფანერა და ა.შ. ამიტომ ერთ-ერთი პოპულარული მატერიაა ინტერიერში.

შპონი ძირითადად დეკორატიული დატვირთვის მატარებელია, რის გამოც ბევრი დიზაინერი იყენებს ინტერიერში.

შპონის უპირატესობები:

  • ესთეტიკური ვიზუალი – ეკონომიური ხის ნატურალური ტექსტურის მქონე მასალა;
  • გამძლეობა – შპონი ზრდის დამუშავებული მასალის გამძლეობასა და ჰერმეტულობას (იცავს მასალას წყლისგან);
  • ეკოლოგიურად სუფთა მასალა – მარტივია შპონის გადამუშავება, საექსპლუატაციო ვადის გასვლის შემდეგ, ქუცმაცდება და გამოიყენება საშუალო სიმკვრივის მერქანბოჭკოვანი ფილის (ე.წ. მდფ) ან სხვა მასალის დასამზადებლად;
  • ხის რესურსის გონივრული გამოყენება – ხის თხელი ფენაა საჭირო შპონის დასამზადებლად;
  • არატოქსიკურობა – ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის.