24 ივლისი 2023
გაზიარება:

კომპანია „ელთიბი“ მომხმარებლებს გრანდიოზულ აქციას სთავაზობს!

24 ივლისიდან, კომპანია „ელთიბი“-ში გრანდიოზული აქცია იწყება! კომპანია მომხმარებლებს 30%-მდე ფასდაკლებას და 10%-მდე ქეშბექს 17 ბრენდის 1300-მდე ნომენკლატურაზე სთავაზობს!

გრანდიოზული აქციის ფარგლებში, ფასდაკლებულ ბრენდებს შორისაა: VIBO, ABAIN, CLEAF, SM’art, ITALIANA FERRAMENTA, SYSTEM, BELLAKS, ROBERTO MARELLA, VONSILD, MESAN, BORMA, FAB, ELLECI, ARTINOX, NOBILIS, FULGOR MILANO და SIRO, რაც იმას ნიშნავს, რომ სივრცის ავეჯით სრულად დაკომპლექტება მიმზიდველ ფასად იქნება შესაძლებელი.

აქციის ფარგლებში, 10%-მდე ქეშბექი „ელთიბის“ ლოიალობის ბარათზე გროვდება. ბარათის აღება და ქეშბექით სარგებლობა კომპანიის ფილიალებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია. რაც შეეხებათ, „ელთიბის“ ერთგულ მომხმარებლებს, გრანდიოზული ფასდაკლების განმავლობაში, ისინი დამატებით ისარგებლებენ დაგროვებული ფასდაკლებით. გრანდიოზული აქცია 12 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო ქეშბექ ქულების გამოყენება შესაძლებელია 2023 წლის ბოლომდე.

იხილეთ სააქციო ფასები: https://bit.ly/3KbYecd

რა პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი გრანდიოზული ფასდაკლების ფარგლებში?

  • საფასადე მასალები და ავეჯის ფურნიტურა

უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი ტიპის სივრცე, იქნება ეს საოფისე, საცხოვრებელი თუ სხვა, საჭიროებს სათავსოებს ნივთების შესანახად. სათავსოს ასაწყობად ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტები საფასადე მასალებია, რომლებიც ავეჯის ფასადურ ესთეტიკაზეა პასუხისმგებელი, აქციის ფარგლებში ორი წამყვანი იტალიური ბრენდის – CLEAF-ისა და SM’art-ის პროდუქციაა შოურუმებში წარმოდგენილი, ბრენდების მრავალფეროვანი პროდუქციიდან სასურველის შერჩევა ნებისმიერი სტილის ინტერიერისათვისაა შესაძლებელი. საფასადე მასალებთან ერთად, აუცილებელია ავეჯის ფურნიტურა, რომლის დახმარებითაც იწყობა კარკასი, მაგრდება თაროები და მონტაჟდება ფასადი. ფურნიტურის მწარმოებელი წამყვანი ბრენდები: MESAN-ი და Italiana Ferramenta მომხმარებელს სთავაზობს თაროს დამჭერებს, მინიფიქსებს, გაღების მექანიზმებსა და სხვა წვრილმან ფურნიტურას.

  • სახელურები

მათ, ვისაც სურს, სახელურებიანი ფასადები, აქციის ფარგლებში შეუძლია 3 პრემიუმ კლასის ბრენდის სხვადასხვა დიზაინის პროდუქციის შეძენა. ბრენდებს შორისაა:

  • MARELLA – კლასიკური სტილის ავეჯის სახელურების მწარმოებელი წამყვანი იტალიური ბრენდი. დღეისათვის ის ავეჯის კლასიკური დეკორისა და სახელურების ინდუსტრიის განვითარების სახეს წარმოადგენს. თავის სექტორში ის ქმნის მოდას ორიგინალური ფუნქციონალური და დიზაინერული გადაწყვეტების მიგნებით.
  • SYSTEM – თანამედროვე სტილის ავეჯის სახელურების მწარმოებელი ბრენდი. ის სახელურების დიზაინის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ასოცირდება ეკოლოგიურად სუფთა წარმოებასა და მაღალ ხარისხთან.
  • VONSILD – ხის სახელურების მწარმოებელი წამყვანი დანიური ბრენდი. მინიმალისტური და ელეგანტური ვიზუალით, ფორმისა და ხის მასალის მრავალფეროვნებით, სახელურები ეთავსება ნებისმიერი სტილის ავეჯს სხვადასხვა სივრცეში, როგორებიცაა: საძინებელი, სამზარეულო, მისაღები და სხვა ოთახები.
  • SIRO – სახელურებისა და სხვა ფურნიტურის მწარმოებელი ავსტრიული კომპანიაა.  SIRO-ს პროდუქციას შეადგენს: სხვადასხვა ტიპისა და ფუნქციის საკიდები, მრავალფეროვანი სახელურები და ა.შ. ბრენდი თანამედროვე ტენდენციების შესაბამის, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის, დეკორატიული ნიშნით გამორჩეულ პროდუქციას აწარმოებს.
  • სათავსო მექანიზმები

ორგანიზებული, ფუნქციონალური სივრცისათვის მნიშვნელოვანია კომფორტული სათავსოები. „ელთიბის“ შოურუმებში წარმოდგენილი VIBO-სა და INOXA-ს ასორტიმენტი მომხმარებელს სივრცის მაქსიმალურ ათვისებას სთავაზობს.

VIBO-ს პროდუქციას მინიმალისტური, ელეგანტური და დახვეწილი სტილი და კარგად განსაზღვრული კონცეფცია აქვს. Urban-ის კოლექცია მოიცავს ფუნქციონალურ დიზაინს, რომელიც ადვილად ერგება  კომფორტისთვის შექმნილ ნებისმიერი სტილის ავეჯს. პროდუქციას სპეციალური დამუშავების შედეგად მიღებული ერთგვაროვანი ალუმინის გვერდები და მელამინის ხის ძირი აქვს. კოლექცია მოიცავს: ღიობისა და კუთხის მექანიზმებს, საწურებს, უჯრებს. თითოეული მექანიზმი აღჭურვილია Grass-ის რბილი დახურვის სავლელებით.

INOXA-ს ბრენდის ქვეშ „ელთიბი“-ში წარმოდგენილია სხვადასხვა  ფუნქციისა და პარამეტრების მექანიზმები სამზარეულოს ავეჯისთვის, ასევე ისეთი აქსესუარები, როგორიცაა: განსხვავებული დიზაინისა და ტიპის სამზარეულოს საბოთლეები, ჭურჭლის საწური, უჯრები, კუთხის მექანიზმები და ა.შ.

  • სამზარეულოს ზედაპირები

აქციის ფარგლებში, მომხმარებელს იტალიური ბრენდის – FAB-ის სამზარეულოს ზედაპირების შეძენა იდეალურ ფასად შეუძლია. ბრენდი მაღალი ხარისხის პროდუქციით, მოთხოვნების შესაბამისი გადაწყვეტილებებით, წარმოების მოქნილობითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით ყოველთვის მომხმარებელთა მხარდამჭერია. იტალიური დახვეწილი, გამორჩეული ესთეტიკა აისახება ბრენდის დიზაინერულ გადაწყვეტილებებზე.

„ელთიბის“ ასორტიმენტში წარმოდგენილია, როგორც სუპერგლუვი, ქვის იმიტაციისა და ლამინირებული ზედაპირები, ასევე, დაპატენტებული დაფარვის ზედაპირებიც — კლასიკური ლამინირებული საფარისაგან განსხვავებით, დაფარვა შეიცავს ხის, ქვისა და კვარცის ფხვნილების ნაზავს, რომელიც სპეციალური ტიპის შემკვრელებთანაა შერეული, რაც ზედაპირს განსაკუთრებულ მედეგობას მატებს.

  • სამზარეულოს მაკომპლექტებლები

სამზარეულო სახლის ცენტრალური სივრცეა, რომლის დაგეგმარებისას აუცილებელია, მომხმარებელმა თითოეულ დეტალზე ბევრი იფიქროს. კომპანია „ელთიბის“ საგამოფენო სივრცეებში იხილავთ ELLECI-სა და ARTINOX-ის პრემიუმ კლასის სამზარეულოს ნიჟარებს, რომლებიც ჰიგიენურია, უსაფრთხოა საკვებისთვის, მედეგია გარემო პირობების მიმართ და გამოირჩევა ესთეტიკური თუ ფუნქციონალური მახასიათებლებით. გარდა ნიჟარებისა, მომხმარებელი იხილავს NOBILIS უმაღლესი ხარისხის შემრევებს, რომელთა განსაკუთრებულობა მდგომარეობს იტალიურ დიზაინში, კომფორტულობაში, ეკონომიურობასა და სხვადასხვა ტიპის თავების გაერთიანებაში.

გრანდიოზული ფასდაკლება ასევე ვრცელდება სამზარეულოს აქსესუარებზეც, როგორებიცაა: საწურები, საჭრელი დაფები, სახეხები, კონტეინერები, და FULGOR MILANO-ს საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრულ სპექტრზე.

  • საწოლის მექანიზმები

30%-მდე ფასდაკლებითა და 10%-მდე ქეშბექით მომხმარებელი ისარგებლებს ABAIN-ის საწოლის მექანიზმებზეც. ბრენდი აირის ცილინდრებსა და აირის ასახდელ მექანიზმებს გარდერობში შესაკეცი საწოლებისათვის აწარმოებს.

  • ავეჯის განათების სისტემები

SIRO-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ წარმოდგენილი განათების სისტემები, რომელთა სიმძლავრის მართვა დისტანციური პულტითაა შესაძლებელი, მომხმარებელს გაუმარტივებს როგორც სამზარეულოს საქმიანობას, ასევე სათავსოების შიგთავსზე ხილვადობას.

  • ავეჯის მოვლის საშუალებები

და ბოლოს, მომხმარებელი გრანდიოზული ფასდაკლებით შეიძენს BORMA-ს ავეჯის მოვლისა და აღდგენის საშუალებებს, რომლებიც მათ დაეხმარება ავეჯის პირვანდელი სახით შენახვაში.