04 ოქტომბერი 2021
გაზიარება:

და მაინც, რატომ Blum Tandembox Antaro?

ინოვაციური უჯრის მექანიზმი – BLUM TANDEMBOX Antaro – თქვენს ავეჯს უფრო პრაქტიკულს გახდის. TANDEMBOX-ის უჯრა გამოირჩევა კომფორტულობით და ელეგანტური დიზაინით, რბილი დახურვის სისტემის დამსახურებით, არის უხმაურო და უფრო მსუბუქი გაღება-დახურვისას. „ელთიბი“-ში წარმოდგენილია სხვადასხვა სიღრმის უჯრის მექანიზმები, რომელიც შეიძლება დამონტაჟდეს სხვადასხვა სიმაღლის ფასადით.

  • Tandembox-ის მექანიზმში ინტეგრირებულია რბილი დახურვის სისტემა BLUMOTION;
  • ასევე წარმოდგენილია მექანიზმის მოდელი, რომელსაც ერთდროულად აქვს რბილი დახურვისა და გამომგდები სისტემა – TIP-ON BLUMOTION;
  • გარდა ამისა, BLUM TANDEMBOX Antaro-ზე შესაძლებელია ელექტრონული მართვის სისტემის (SERVO-DRIVE) დამონტაჟება. 

უჯრა, რომელიც ინტეგრირებულია TIP-ON BLUMOTION სისტემით, შესაძლებელია გამოიყენოთ სახელურის გარეშე, რაც ავეჯის დიზაინში ტრენდული გადაწყვეტაა და ერგება სხვადასხვა სახის ინტერიერს.

  • TANDEMBOX Antaro არის უმაღლესი ხარისხის უჯრა;
  • გამოიყენება 16 მმ.-მდე სისქის მასალაზე და არ საჭიროებს დამატებით დამუშავებას;
  • უჯრის მაქსიმალური სიგანეა 120 სმ;
  • აქვს 30 კგ.-მდე ტვირთგამძლეობა.

იხილეთ მონტაჟის ვიდეო:

 

ჩამოტვირთეთ: BLUM-ის კატალოგი.

იხილეთ ასევე: BLUM AVENTOS HFBLUM AVENTOS HL და BLUM AVENTOS HS.