18 ნოემბერი 2022
გაზიარება:

შავი პარასკევი „ელთიბი“-ში

25 ნოემბრიდან კომპანია „ელთიბი“-ში შავი პარასკევი იწყება!

შავი პარასკევის ფარგლებში კომპანია ელთიბი მომხმარებელს 28%-იან ფასდაკლებას სთავაზობს!

ნებისმიერი მსურველი, რომელიც 25 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით კომპანია „ელთიბი“-ში შეიძენს პრემიუმ და სტანდარტ კლასის პროდუქციას, მიიღებს 28%-იან ფასდაკლებას.  

შავი პარასკევის ფარგლებში „ელთიბი“-ს ერთგული მომხმარებლები პრემიუმ და სტანდარტ კლასის პროდუქციის შეძენისას შეძლებენ ლოიალობის ბარათის გატარებას მხოლოდ ქეშ-ბექ ქულების დაგროვების მიზნით, ხოლო ეკონომ კლასის პროდუქციის შეძენის შემთხვევაში ისარგებლებენ ლოიალობის ბარათზე დაგროვებული ფასდაკლებით და ამავდროულად დაერიცხებათ ქეშ-ბექ ქულები.

„ელთიბი“-ს შოურუმებში წარმოდგენილი პროდუქციის კლასიფიკაცია მარტივია, ფასმაჩვენებელზე დატანილი ლოგოტიპის ფერი განსაზღვრავს პროდუქციის კლასს:

  • პრემიუმ კლასი – შავი ლოგოტიპი;
  • სტანდარტ კლასი – მწვანე ლოგოტიპი;
  • ეკონომ კლასი – თეთრი ლოგოტიპი;

აღნიშნული ტიპის ბრენდირება, რომელიც პროდუქციის კლასის იდენტიფიცირებისთვისაა განკუთვნილი, მომხმარებელს ეხმარება შერჩევისა და შეძენის პროცესში.

შავი პარასკევი ერთგვარი სიგნალია სადღესასწაულო ფასდაკლების სეზონისა. ტერმინი „შავი პარასკევი“ 1950-იან წლებში ფილადელფიაში წარმოიშვა, როდესაც პოლიციის ოფიცრებმა ის ადამიანების იმ მძიმე, დამანგრეველი მასის აღსაწერად გამოიყენეს, რომელიც მადლიერების დღის შემდეგ არსებული ფასდაკლებების გამო შეიკრიბა. კომპანია „ელთიბი“-ში შავი პარასკევის ფარგლებში არსებული ფასდაკლება 4 დღე გაგრძელდება, რაც მომხმარებელს მისთვის სასურველი ავეჯის შეღავათიან ფასად შექმნის დროს აძლევს.

 

*პროდუქციაზე, რომელიც სხვა აქციების ფარგლებში უკვე ფასდაკლებულია, შავი პარასკევის ფასდაკლება არ ვრცელდება.