21 მაისი 2021
გაზიარება:

კომპანია „ელთიბიმ“ ავსტრიული ბრენდების ვორქშოფს უმასპინძლა

ღონისძიებაზე ავეჯის ფურნიტურის მწარმოებელი უმსხვილესი ბრენდი BLUM-ი და საფასადე მასალების წამყვანი ბრენდი EGGER-ი იყო წარმოდგენილი. ბრენდებმა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში წარმოადგინეს საკუთარი პროდუქციის შესახებ პრეზენტაციები. ელთიბის მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ სიახლეებსა და ტრენდებს ავეჯის ფურნიტურისა და საფასადე მასალების მიმართულებით.

მონაწილეებს ჩაუტარდათ მასტერკლასი, სადაც საკუთარი ხელით შეძლეს BLUM-ის მექანიზმების მონტაჟი EGGER-ის საფასადე მასალებზე. ღონისძიების დასასრულს ვორქშოფის ყველა მონაწილეს გადაეცა შეხვედრაში ჩართულობისა და მიღებული გამოცდილების დამადასტურებელი სერტიფიკატი.