16 სექტემბერი 2021
გაზიარება:

აღმოაჩინეთ საოცნებო ტონალობის მერქანბოჭკოვანი საფასადე მასალა, შექმენით სისადავე და კონტრასტი

თუ გქონიათ სურვილი, მუქ მწვანე ან უფრო რბილ, მოთეთრო-მოვარდისფრო ფერში გადაგეწყვიტათ ინტერიერი, ამის განხორციელება უკვე გაცილებით მარტივია. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ფერის მერქანბოჭკოვანი საფასადე მასალა ერთი თვალის შევლებით.

ასობით ფერის არჩევანი:

თუ მზა მოდელებს შორის არ მოიძებნება თქვენთვის სასურველი ფერის მასალა, „ელთიბი“ პალიტრა გთავაზობთ ნებისმიერი ფერის რეპროდუქციას. საოცნებო ინტერიერის შექმნა უკვე სრულიად რეალურია. შოურუმში წარმოდგენილია სხვადასხვა სტილში დამუშავებული საფასადე მასალა.

შეარჩიეთ არსებული მოდელებიდან:

სივრცეში შეგიძლიათ იხილოთ მერქანბოჭკოვანი ფილების სადა ფერები, მაგალითისთვის ARKOPA-ს პაპ3065, პაპ3063, პაპ3059 და პაპ3061. მათი საშუალებით შესაძლებელია, შექმნათ ფერთა დახვეწილი კომბინაციები ან – მონოქრომული ინტერიერი: გადაწყვიტოთ დიზაინი ერთ, სადა ფერში ან მასთან დაახლოებულ ტონალობებში.

მონოქრომული სისადავე და ფერების კომბინაცია:

ინტერიერის მონოქრომული დიზაინი გარემოში მთლიანობის, მინიმალისტურობის განცდას აღძრავს. შერჩეული ფერის შესაბამისად, მან შეიძლება შექმნას მშვიდი ან მეტად მკაცრი ატმოსფერო.

სასურველი ეფექტის მისაღწევად, ხშირად, საჭიროა სადა ფერის დიზაინში სხვა ფერის დეტალის დამატება. ამ გზით შექმნილი კონტრასტი ხაზს უსვამს შერჩეულ სადა ფერს.

ინტერიერში ასეთი გადაწყვეტები საკმაოდ ტრენდულია და, რაც მთავარია, ის გარემოს თქვენთვის სასურველ ეფექტს მიანიჭებს.