16 აპრილი 2024
გაზიარება:

ინოვაციური დიზაინის უსაზღვრო შესაძლებლობები – 40%-იანი ფასდაკლება ფერადი MDF-ის პროდუქციაზე!

16 აპრილიდან, კომპანია „ელთიბი“ მომხმარებლებს 40%-იან ფასდაკლებას სთავაზობს ავეჯის საერთაშორისო ბაზრისთვის სრულიად უნიკალურ პროდუქციაზე – ფერადი MDF-ის ფასადებზე. პროდუქცია დიზაინის ახალ, უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა, რის გამოც მომხმარებელს შეუძლია, ნებისმიერ მასალასთან კომბინაციაში გამოიყენოს სხვადასხვა დანიშნულებით, მაგ.: დეკორის, კედლის პანელის ან/და ფასადის სახით.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ელთიბის“ ერთგული მომხმარებლები, რომლებიც ფლობენ ლოიალობის ბარათს, დამატებით დაგროვებული ფასდაკლებითაც ისარგებლებენ.

ფერადი MDF ნედლეულის სახით ინტერიერის ბევრ სხვა პროექტში გამოიყენება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფასადების მიმართულებით მისი გამოყენების იდეა სრულად დაამუშავა „ელთიბის“ წარმოების გუნდმა. ტექნიკური დეტალების გათვალისწინებით, შესაბამისი ნახაზების შემუშავებითა და შესრულების უმაღლესი სტანდარტებით კომპანიაში შეიქმნა უნიკალური კოლექცია. ელთიბის წარმოების გუნდმა ასევე მომხმარებელს შესთავაზა გამოყენების ყველანაირი კომბინაცია, რაც მომხმარებელს პროდუქციის შერჩევის, შეკვეთისა და მონტაჟის პროცესს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს.

პროექტში გამოყენებული MDF მნიშვნელოვანი უპირატესობების მატარებელია, რაც ზრდის პროდუქციის საექსპლუატაციო ვადას. გარდა ამისა, შიგნიდანაც ზუსტად ის ფერია, რაც გარედან, ამიტომ ფრეზირების, დიზაინ ელემენტების ამოჭრის შემდგომ არ საჭიროებს შეღებვას, შესაბამისად მასალა იძლევა უსაზღვრო შესაძლებლობებს, რომელზე დაყრდნობითაც შეიქმნა ახალი, ინოვაციური ფასადები.

40%-იანი ფასდაკლებით წარმოდგენილი იქნება ფერადი MDF-ისა და ხის ანათალის კომბინაციით შექმნილი ფასადებიც, რომლებიც კლასიკურობისა და მოდერნიზმის უნიკალურ კომბინაციას ქმნის და ნებისმიერი სტილის ინტერიერში გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

სააქციო ფასდაკლების შერჩევა და შეძენა დიდუბის ფილიალშია შესაძლებელი. კომპანია მომხმარებელს ასევე სთავაზობს ონლაინ კატალოგს, რომელშიც თავმოყრილია ელთიბის ფასადების სრული კოლექცია ნომენკლატურებით, ტექნიკური ნახაზებითა და რენდერებით, რაც ამარტივებს პროდუქციის აღქმას ინტერიერში.