15 დეკემბერი 2023
გაზიარება:

დაუჯერებელი ფასი ფილების დაჭრის მომსახურებაზე – 0.80 ლარი 19.80 ლარის ნაცვლად!

კომპანია ელთიბი 19 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფილების დაჭრის მომსახურებაზე 19-ლარიან ფასდაკლებას აცხადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 19 დეკემბრიდან, დაჭრის მომსახურებით სულ რაღაც 0.80 ლარად ისარგებლებს მომხმარებელი. საიუბილეო ფასი ვრცელდება ელთიბიში შეძენილ პროდუქციაზე.

რაც შეეხება დაწიბოების მომსახურებას, ღირებულება რჩება უცვლელი – 1.45 ლარი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ელთიბი მომხმარებლებს დაწიბოების უნიკალურ მეთოდს სთავაზობს. ელთიბი საწარმოში დეტალებზე წიბოს მიკვრის მომსახურება პოლიურეთანის წებოს გამოყენებით ხორციელდება, რაც მრავალ უპირატესობას იძლევა, მაგალითად: დეტალი გაცილებით უფრო გამძლე ხდება ნესტის და ტემპერატურული ცვლილებების მიმართ, არ ეტყობა ნაკერი და ა.შ.

სააქციო პირობით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც ელთიბიში შეიძენს ფილებს.