30 ნოემბერი 2021
გაზიარება:

აირჩიეთ AMBOS-ი დახვეწილი და კომფორტული გარდერობისთვის

იხილეთ გარდერობის ლიფტის მექანიზმები და საკიდები „ელთიბი“-ში, შეინახეთ ტანსაცმელი გაცილებით კომფორტულ სათავსოში.

მქნ0177 – კედლის და სათავსო ლიფტი:

ამიერიდან შეგეძლებათ, თქვენი ნივთები ყველაზე მაღალ წერტილშიც მოათავსოთ და მოიწოდოთ ხელის მარტივი მოძრაობით. მექანიზმები გადმოწევისას ნებისმიერ დონეზე ჩერდება და სათავსოს ძირამდეც ეშვება.

მქნ0171 – მარჯვენა და მარცხენა სათავსო ლიფტი:

უფრო ვიწრო სივრცეებისა და ერთკარიანი სათავსოებისთვის მოსახერხებელია პორტატული ლიფტის გამოყენება. თითოეულ მექანიზმზე შესაძლებელია 12 კგ.-მდე ტანსაცმელი შეგიძლიათ მოათავსოთ.

მქნ0162 – შარვლის საკიდების სამაგრი:

სამაგრი შარვლის საკიდებისთვის ღრმა და ვიწრო სივრცეებისთვის არის განკუთვნილი. სამაგრი თაროს ქვეშ მონტაჟდება და გეხმარებათ, საკიდებზე კომპაქტურად მოათავსოთ თქვენი ნივთები.

მქნ0250 – ტანსაცმლის უნივერსალური საკიდი:

საკიდი, ძირითადად, ფართო გარდერობებისთვის არის განკუთვნილი, რომლებშიც საჭიროა სხვადასხვაგვარი ტანსაცმლის ორგანიზება.