26 ნოემბერი 2021
გაზიარება:

„ელთიბის“ ასორტიმენტში სიახლეა – კედლის დეკორატიული პანელები დახვეწილი ინტერიერისთვის

მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ EGGER-ის კედლის პანელები და სრულიად დააკომპლექტონ ავეჯი თუ ინტერიერი.

კედლის პანელები გამოიყენება ნებისმიერი ტიპის ინტერიერში, როგორც დეკორატიული ელემენტი და ასევე, როგორც ავეჯის კედლის პანელი (მაგ.: ე.წ. სამზარეულოს „ფართუკი“).

შეგიძლიათ იხილოთ დამონტაჟების ვიდეო:

თანამდეროვე, მინიმალისტური სტილის სამზარეულოში განსაკუთრებულად ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ერთნაირი დიზაინის მქონე ზედაპირი და კედლის პანელი. სწორედ ამიტომ, ელთიბის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ დააკომპლექტონ სამზარეულოს ზედაპირები და საფასადე მასალები სასურველ კედლის პანელებთან:

პაფ0186 – F186 – ღია ნაცრისფერი პანელი შესანიშნავია როგორც მონოქრომულ ინტერიერში, ისე კონტრასტულ ფერებთან კომბინაციაში;

პაფ0242 – F242 – ბუნებრივი ანტრასიტის ტექსტურა ეხამება ნებისმიერ მასალას, განსაკუთრებით კი ხის ტექსტურის ფილებს;

პაფ2033 – H2033 – მუხის მუქი ტექსტურა იმეორებს ხის ბუნებრივ კვანძებს და ბზარებს, რაც ქმნის პანელის ავთენტურ ვიზუალს;

პაფ3303 – H3303 – ბუნებრივი მუხის ტექსტურა ხასიათდება მუქი შეფერილობის კვანძებითა და ხაზებით;

პაფ3730 – H3730 – ხის ბუნებრივი, ღია ფერის ტექსტურა ახლოს არის მუხის ვიზუალთან და დეკორს ელეგანტურ სიმსუბუქეს ანიჭებს.

იხილეთ EGGER-ის კატალოგი: