30 იანვარი 2024
გაზიარება:

იმერეთის ფილიალში მიღებულ შეკვეთებს თბილისის საწარმო მოემსახურება!

ხარისხის გაუმჯობესების, კონტროლისა და დაცვის მიზნით, კომპანია „ელთიბიმ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ფილიალში მიღებულ შეკვეთებს თბილისის საწარმო მოემსახუროს!

ამით, კომპანიის საწარმოო პროცესები ხდება ცენტრალიზებული, რაც გულისხმობს:

  • შეკვეთის მიღებისა და მიწოდების ვადების 100%-იანი სიზუსტით კონტროლს;
  • პროდუქციის ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხარისხით დამზადებას;
  • მასალების დაჭრა-დაწიბოების, ფრეზირებისა თუ სხვა მომსახურებების შესრულებას თანამედროვე მანქანა-დანადგარებისა და ტექნოლოგიის გამოყენებით.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ქუთაისის ფილიალის მომხმარებლები მიიღებენ უმაღლესი სტანდარტების, უკონკურენტო ხარისხის მომსახურებებს, რასაც თბილისის საწარმო გარანტირებულად იძლევა. ამასთან, თბილისის საწარმოში დაწიბოების მომსახურება უნიკალური მეთოდით, პოლიურეთანის წებოს გამოყენებით ხორციელდება, რაც მრავალ უპირატესობას იძლევა, მაგალითად: დეტალი გაცილებით უფრო გამძლე ხდება ნესტის და ტემპერატურული ცვლილებების მიმართ, არ ეტყობა ნაკერი და ა.შ.

გარდა ამისა, კომპანიის თბილისში მდებარე საწარმოებში მასალის დაჭრა-დაწიბოება, ფრეზირება და სხვა საწარმო მომსახურებები სრულდება იტალიურ და გერმანულ ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებზე. შ.პ.ს. „ელთიბი საწარმო“ სწორედ ამ დანადგარების საშუალებით უზრუნველყოფს შესრულებული მომსახურებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ხარისხს და გარანტირებულ შედეგს.

ამრიგად, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დეკემბრიდან ქუთაისის ფილიალში მიღებულ შეკვეთებს მოემსახურება თბილისის საწარმო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღეისათვის ელთიბი მომხმარებელს სთავაზობს 19-ლარიან ფასდაკლებას ფილის დაჭრის მომსახურებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შოურუმებში შერჩეულ ფილას მომხმარებელი სულ რაღაც 0.8 ლარად შეძლებს.