04 მაისი 2023
გაზიარება:

ცხელი ფასები Blum-ის ყველაზე მოთხოვნად ფურნიტურაზე!

15 მაისიდან კომპანია „ელთიბი“-ში ავეჯის ფურნიტურის მწარმოებელი წამყვანი ბრენდის — Blum-ის ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე ცხელი ფასები იმოქმედებს.

20%-იანი ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებლებისათვის საყვარელი ბრენდის შემდეგი პროდუქტები:
•    ასახდელი მექანიზმები — AVENTOS;
•    ანჯამები — CLIP;
•    უჯრის სისტემები — TANDEMBOX antaro; 
•    სავლელები — TANDEM;
•    გაღების მექანიკური სისტემა — TIP-ON.

ავსტრიული ბრენდი Blum-ი 1952 წლიდან სთავაზობს მომხმარებლებს  გადაწყვეტილებებს, რომლებიც სივრცეს გაცილებით უფრო ფუნქციონალურს, მარტივად გამოსაყენებელს, კომფორტულს, ტევადსა და ესთეტიკურს ხდის. კომპანია სპეციალიზებულია ანჯამების, მიმმართველებისა თუ კარის ასახდელი სისტემების წარმოებაზე. Blum-ის ნებისმიერი პროდუქტის ნებისმიერი მოდელი შექმნილია მომხმარებლის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. Blum-ის მექანიზმები ხელს უწყობს ავეჯის გამოყენების მოდერნიზებას, რაზეც ერთი შეხებით გაღებისა და რბილი დახურვის სისტემებიც მეტყველებს. ბრენდი პროდუქციას უტარებს მუდმივ ტესტირებას და ყოველთვის ამოწმებს პროდუქტისა თუ წარმოების ხარისხს, რის გამოც Blum-ი ბაზარზე პრემიუმ კლასის ბრენდის სახელითაა დამკვიდრებული.


AVENTOS — ასახდელი სისტემები


AVENTOS-ის სისტემები გამოირჩევა ფუნქციონალურობისა და ვიზუალური ესთეტიკის განუმეორებელი კომბინაციით, ისინი შექმნილია იმისათვის, რომ მომხმარებელმა სათავსოები მაქსიმალურად უხმაუროდ, სწრაფად და მარტივად გამოიყენოს. 

მექანიზმების განსაკუთრებული პრაქტიკულობა, გარდა იმისა, რომ გამოირჩევა მედეგობით, იმაში ვლინდება, რომ რომ Blum-ის ასახდელი სისტემები მომხმარებელს უმარტივებს სათავსოების შიგთავსზე წვდომასა და ნივთების გადაადგილებას. AVENTOS-ის სისტემების გამოყენების უპირატესობას წარმოადგენს ისიც, რომ მზადებისას მომხმარებელს შეუძლია ფასადები დატოვოს გაღებული, რადგან არ ზღუდავს სივრცეს, შესაბამისად არ ქმნის დისკომფორტს. 
AVENTOS-ის ყველა მოდელს ფასადის სასურველ დონეზე ფიქსაციის ინტეგრირებული ფუნქცია აქვს, რაც ხელს უშლის ფასადის ჭერთან შეჯახებას, ამასთან არ ქმნის დისკომფორტს, ვინაიდან მომხმარებელს ნებისმიერ, მისთვის ხელსაყრელ პოზიციაზე შეუძლია ახადოს ფასადი. 

ბრენდის ასახდელი მექანიზმები დიდი ფასადების დამონტაჟების საშუალებას იძლევა, სწორედ ამიტომ, ხშირად გამოიყენება, როგორც ნივთების დასამალად, მაგალითად: სამზარეულოს ტექნიკის განსათავსებლად აღნიშნული მექანიზმების მქონე სათავსოებში, ასევე ვიტრაჟული ტიპის სათავსოებისთვის, სადაც მომხმარებლისათვის მნიშვნელოვანი ნივთებია შენახული, მაგალითად: მუსიკალური ინსტრუმენტები.


ანჯამები


გარდა ასახდელი მექანიზმებისა, კომპანია „ელთიბი“-ში 20%-იანი ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი Blum-ის სტანდარტული გაღების სისტემებიც. ბრენდის მიერ წარმოებული ანჯამები უხილავ, უხმაურო, ხანგრძლივ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. 


უჯრის მექანიზმები


სამზარეულოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტევადი სათავსო სივრცე, რასაც Blum-ის პრემიუმ კლასის უჯრები უზრუნველყოფს. უჯრების მთავარი მიზანია სივრცეში შექმნას ერგონომიკა, ეს უჯრები არ ზღუდავს ფასადის სიმაღლესა და სიღრმეს. 
პროდუქტის მინიმალისტური დიზაინი მკაფიო ხაზებსა და გლუვ ფერთა სქემას ეფუძნება. ნეილონის ყველა კომპონენტისა და უჯრის გვერდების ფერი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. სწორედ ამ მინიმალიზმის დახმარებით, უჯრის სისტემის გამოყენება ნებისმიერი სტილის სივრცეშია შესაძლებელი.

Blum-ის უჯრის მექანიზმების პრაქტიკულობა აპრობირებული და მრავალგზის გამოცდილი მიმმართველების დამსახურებაა. ბუმბულივით მსუბუქი, სრიალა ზედაპირი ათწლეულების განმავლობაში ხიბლავს მომხმარებელს, ვინაიდან გარდა უჯრის შიდა სივრცისა და შესაძლებლობებისა, გაღება-დახურვის პროცესიც მარტივი და ძალდაუტანებელია. მიმმართველებს დაბალი ხახუნის მქონე ნეილონის ცილინდრული ლილვები აქვს, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მოძრაობას ავეჯის მთელი საექსპლუატაციო პერიოდის განმავლობაში. 

Blum-ის უჯრების დახრილობა დაბალია, რის გამოც სისტემა მოსახერხებელია უჯრის როგორც იატაკთან ახლოს, ასევე ნებისმიერ ადგილას განსათავსებლად, მაშინაც კი თუ სათავსოები მთლიანადაა დატვირთული. 
უჯრების გამოყენება აბაზანაშიც მართებული გადაწყვეტილებაა, ვინაიდან სველ წერტილებში მნიშვნელოვანია მიმმართველი სისტემები თუთიის დაფარვით და ნეილონის გორგოლაჭებიანი სათავსოები, რომლებიც გვთავაზობენ საუკეთესო დაცვას კოროზიისგან. აბაზანაში განთავსებული უჯრები სივრცის ორგანიზებას უწყობს ხელს, ვინაიდან მათში შესაძლებელია პარფიუმერიის, თავის მოვლის საშუალებებისა და სხვა ნივთების განთავსება ისე, რომ სრული ხილვადობა და მარტივი წვდომა ჰქონდეს მომხმარებელს შიგთავსზე. 

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, კომპანია „ელთიბი“ მომხმარებელს ხელსაყრელ ფასს სთავაზობს Blum-ის გაღების მექანიკურ მექანიზმზე — TIP-ON, რაც ფასადების მექანიკურ, ერთი შეხებით გაღებას უზრუნველყოფს და საკმაოდ კომფორტულია უსახელურო ავეჯისათვის. 

კომპანია „ელთიბი“-ში Blum-ის პრემიუმ კლასის ფურნიტურა ექსკლუზიურადაა წარმოდგენილი, ხოლო 15 მაისიდან ყველაზე მოთხოვნად პროდუქციას მომხმარებლებს ყველაზე ხელსაყრელ ფასად შესთავაზებს. 

აქციის ფარგლებში, „ელთიბი“ დამატებით სარგებელს სთავაზობს ერთგულ მომხმარებლებსა და პარტნიორ კომპანიებს, რომლებიც ფლობენ ლოიალობის ბარათს ან ფასდაკლებას. აღნიშნული მომხმარებლები შეძლებენ დამატებით ისარგებლონ დაგროვებული ფასდაკლებით.

იხილეთ ფასები: https://bit.ly/41h7zoG