28 თებერვალი 2022
გაზიარება:

რა უპირატესობა აქვს ფენიქსის დაფარვას?

ფენიქსის ინოვაციური დაფარვამ რევოლუცია მოახდინა ინტერიერის დიზაინში. ფასადები გარდა ვიზუალური სილამაზისა გამოირჩევა მაღალი ტექნოლოგიური მახასიათებლებით.

ფენიქსის დაფარვა სპეციალური პროცესებით, რაც გულისხმობს ზედაპირის მრავალფეროვან დაფარვას და ახალი თაობის აკრილის გამოყენებას, მისი გამაგრება ხდება ელექტრონულ-სხივური დანადგარის მეშვეობით. მიღებული მასალა სხივს არ ირეკლავს, არ ბზინავს და არის სრულიად გლუვი, ხოლო შეხებაზე არის რბილი და არ იტოვებს თითს ანაბეჭდს.

ფენიქსის დაფარვა მედეგია ნაკაწრების, ხახუნის, მშრალისიცხის, მჟავაზე დაფუძნებული გამხსნელებისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის მიმართ. განსხვავებით სხვა მასალებისგან შესაძლებელია თერმული აღდგენა მცინე ნაკაწრების შემთხვევაში. ფენიქსის ზედაპირის უნიკალური არაფოროვანი ზედაპირის მეშვეობით მატერიალი სუფთაა ზედმეტი მოვლის და წმენდის გარეშეც.

გამოყენება ინტერიერში

მრავალგამოყენებადი და ინოვაციური ფენიქსის მასალა შესანიშნავი დასაწყისია ახალი დიზაინერუპი პროექტებისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ზედაპირებზე.

ფენიქსის მასალა გამოიყენება მაგიდების, თაროების, სკამების, ოთახის გამყოფებისა და ნებისმიერი ოთახის დეკორაციების შესაქმნელად. ასევე სააბაზანოში, სამზარეულოში, მისაღებში, სამუშაო ზედაპირად, კარის საფარად და კედლის პანელებად. სახლის ინტერიერის გარეთაც: ოფისებში, საზოგადოებრივ ადგილეში და ტურიზმის თუ სამედიცინო სფეროში. ფენიქსის მახასიათებლები, მას მაღალი გამძლეობის მასალად აქცევს. ის ალტერნატივაა მყარი გალაქული, მეტალისა თუ შუშის მასალების.

"ელთიბი"-ში წარმოდგენილია TOP LINEA-ს სამზარეულო ზედაპირები ფენიქსის დაფარვით:

  • პას5509 – 4200*600*39 მმ. რუხი;
  • პას5507 – 4200*600*39 მმ. მუქი ქვიშა;
  • პას5517 – 4200*600*39 მმ. ღია ქვიშა;
  • პას5513 – 4200*600*39 მმ. შავი;
  • პას5503 – 4200*600*39 მმ. თეთრი.