01 მარტი 2024
გაზიარება:

გააცოცხლე ინტერიერი – ელთიბი გაძლევთ საუკეთესო შანსს საგაზაფხულო ტრანსფორმაციისთვის!

4-დან 16 მარტის ჩათვლით, კომპანია „ელთიბი“ მომხმარებელს 21-დან 29%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს ავეჯის ძირითად მაკომპლექტებლებზე.

სააქციო პროდუქცია მოიცავს, ისეთ ნომენკლატურებს, რომელიც ნებისმიერი სივრცის ავეჯის აწყობისათვისაა აუცილებელი:

  • ანჯამები;
  • გასაგორებელი კარის მაკომპლექტებელი დეტალები;
  • სავლელები;
  • ბრენდ EGGER-ის:
  • საფასადე მასალები;
  • საყრდენი კონსტრუქციის ფილები;
  • სამზარეულოს ზედაპირები;
  • კედლის პანელები.

პროდუქციის სრული ჩამონათვალი: იხილეთ აქ

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი ფასდაკლებით შეიძენს EGGER-ის საფასადე და საყრდენი კონსტრუქციის ფილებს, სამზარეულოს ზედაპირებსა და კედლის პანელებს.

ინტერიერის დიზაინში საყრდენი კონსტრუქცია არის ავეჯის ჩონჩხი, რომელიც სათავსოს ფორმას, ფუნქციასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. EGGER-ის ფილები იმ მნიშვნელოვანი მახასიათებლების მატარებელია, რომელიც აუცილებელია საყრდენი კონსტრუქციისათვის: სტაბილურობა, ნესტის მიმართ მედეგობა, სიმყარე. აქციის ფარგლებში კომპანია „ელთიბი“ მომხმარებელს სთავაზობს თეთრ, კრემისფერ, ღია და მუქ ნაცრისფერ ფილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი საფასადე მასალისთვისაა შესაძლებელი შესაბამისი ფერის შერჩევა და ინტერიერის ჰარმონიული, მინიმალისტური დიზაინის სრულყოფა.

რაც შეეხება საფასადე მასალებს, მომხმარებელი აქციის ფარგლებში შეძლებს ხის ტექსტურის მქონე ფილები უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს. ხის ტექსტურის ინტერიერში გამოყენება კლასიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას, ვინაიდან სივრცეში ბუნებრიობის შემოსატანად ერთ-ერთ ყველაზე მარტივ გზას სთავაზობს მომხმარებელს.

გარდა ამისა, სააქციო პროდუქცია ასევე მოიცავს EGGER-ის ზედაპირებსა და კედლის პანელებს, რომლებიც საინტერესოდ გამოიყურება ინტერიერის პროექტებში. ის ფაქტი, რომ ბრენდის კედლის პანელები, ზედაპირები და საფასადე მასალები იდენტური დიზაინითაა ხელმისაწვდომი, მოდერნისტული, მინიმალისტური სამზარეულოს შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

ამრიგად, კომპანია „ელთიბი“ აქციის ფარგლებში, ყველაზე მნიშვნელოვან მაკომპლექტებლებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის ყველასთვის და გაზაფხულს დიდი ფასდაკლებით იწყებს!