27 სექტემბერი 2021
გაზიარება:

„ელთიბი“-ს წესები და პირობები

რომელი პერსონალური მონაცემები გროვდება ჩვენთან

ჩვენთან ხდება თქვენს მიერ მოწოდებული და ვებ ბრაუზერის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შეგროვება, რომელსაც ვიყენებთ მომხმარებლისთვის ჩვენი კონტენტის მისაწოდებლად (რეკლმა სოციალურ ქსელში, ინტერნეტ სივრცეში, ელ. ფოსტაზე და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით). ამის გარდა, შესაძლებელია მოხდეს დაკავშირება ჩვენი გაყიდვების გუნდის თუ „ელთიბი“-ს წარმომადგენილის მიერ მიერ.

პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებისთვის შეიძლება მოხდეს მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შეთხვევებში ან მომხმარებელთან გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში.

თქვენი უფლებების შესახებ

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ: მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე - მუხლი 21 (1); მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებულ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება - მუხლი 22 (1); უარი განაცხადოთ თქვენ მიერვე გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება - მუხლი 25 (1); ნებისმიერ დროს, მოითხოვოთ თქვენ შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა - მუხლი 8 (4). თუ გსურთ კანონმდებლობით თქვენთვის მინიჭებული უფლების განხორციელება, ეს შესაძლებელია წერილობით, ზეპირად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გთხოვთ, თქვენი მოთხოვნის შესახებ, წერილობითი შეტყობინება (სახელის, გვარის და პოლისის ნომრის მითითებით) გამოგზავნოთ მისამართზე: ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ.. #2, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე (+995 322 66 71 61) ან მოგვწეროთ ამის შესახებ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@ltb.ge

ცვლილებები მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტში

ვიტოვებთ უფლებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დროდადრო შევიტანოთ ცვლილებები წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტში.