06 სექტემბერი 2021
გაზიარება:

რა უნდა ვიცოდეთ სახელურების შესახებ?

წვეთისებრი, ბუდისებრი და ნიჟარისებრი – SYSTEM-ის ამ და სხვა ტიპის სახელურების გამოყენებით შეძლებთ, შეავსოთ ინტერიერი ესთეტიკური ფორმებით. სასურველი ეფექტის მიღწევაში დაგეხმარებათ ინტერიერის შესაბამისად შერჩეული სახელურის ტიპი და ტექსტურა.

თუ გსურთ, მარტივად შეარჩიოთ ვიზუალურად დახვეწილი, პრაქტიკული და მაღალი ხარისხის სახელურები, ეს ინფორმაცია თქვენთვისაა...

შეარჩიეთ ინტერიერის შესაბამისად:

სახელურები უნდა შეირჩეს ავეჯისა და ოთახის დიზაინიდან გამომდინარე ისე, რომ შეიქმნას სტილური ერთიანობა, ფერებისა და ფორმების დახვეწილი კომბინაციები... თუმცა სახელურის ღირებულებას დიდწილად პრაქტიკულობა განსაზღვრავს: მძიმე სათავსოებისთვის რელსისებრი სახელური უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ბუდისებრი ან ღილაკისებრი.

ფორმა და ზომა ხაზს უსვამს სტილს:

სახელურის ფორმა, მოხაზულობა სასურველ ასოციაციას უნდა ქმნიდეს. ინტერიერის სტილიდან და საერთო ხასიათიდან გამომდინარე, შეგიძლიათ შეარჩიოთ სახელურები რბილი გეომეტრიული ფორმებით ან წახნაგოვანი მოყვანილობით.

სახელურების ფასადზე განთავსებისას შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ იდეალური პროპორციები: შეფარდება რელსისებრი სახელურისა და ფასადის ზომებს შორის, უმჯობესია, იყოს 1/3. გარდა ამისა, ღილაკისებრი სახელურის შემთხვევაში, პატარა ფასადზე სასურველია 1 სახელურის დამონტაჟება, ხოლო დიდზე – 2-ის.

ფინიშებთან დახვეწილი კომბინაცია:

სახელურის ტექსტურა უნდა ეხამებოდეს ფასადის ფინიშს. ამ გზით, შესაძლებელია შექმნათ მონოქრომული ინტერიერი ან კონტრასტული კომბინაციები.  

ხარისხი:

მნიშვნელოვანია, რომ სახელური მარტივად არ გაცვდეს ინტენსიური გამოყენებით და დიდხანს შეინარჩუნოს პირვანდელი სახე. მაღალი ხარისხი მისი ხანგრძლივი გამოყენების გარანტიას იძლევა.

SYSTEM-ის ფართო ასორტიმენტში აუცილებლად მიაგნებთ სასურველი დიზაინისა და ფუნქციის სანდო, ხარისხიან პროდუქტს.

* რეკომენდაცია – მიზანშეწონილია სათადარიგო სახელურის შეძენა თავის დაზღვევის მიზნით: თუ მომავალში მაღაზიას მარაგში აღარ ექნება კონკრეტული მოდელის პროდუქტი, თქვენ არ მოგიწევთ მთელი რიგი აქსესუარების გამოცვლა ერთი სახელურის დაზიანების გამო.