27 ოქტომბერი 2023
გაზიარება:

კომპანია „ელთიბის“ ექსკლუზიური ფასადების კატალოგი!

კომპანია „ელთიბი“ მომხმარებელს ფასადების ახალი კოლექციის ონლაინ კატალოგს სთავაზობს.

კატალოგი მოიცავს „ელთიბის“ სრულიად ახალი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტის – ფასადების განახლებული კოლექციის სრულ ასორტიმენტს, რომელშიც მომხმარებელი იხილავს როგორც შეღებილ, ასევე ფერადი MDF-ის ფასადებს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვისაც ახალი სიტყვაა.

კატალოგი რამდენიმე ნაწილისგან შედგება:

  1. ფერადი MDF-ის ფასადები;
  2. შეღებილი ფასადები;
  3. ფასადები ხის ანათალით;
  4. დეკორაცია.

პროექტი მთლიანად „ელთიბის“ წარმოების გუნდის იდეაა, მათ დაამუშავეს ტექნიკური დეტალებიც და შექმნეს ექსკლუზიური პროდუქცია.

ახალი კოლექციის ონლაინ კატალოგში ფასადების ყველა ინტერპრეტაციასთან ერთად, მომხმარებელი იხილავს სრულ ნომენკლატურებს, ტექნიკურ ნახაზებსა და მზა გადაწყვეტილებებს რენდერების სახით, რაც ფასადების აღქმას, შერჩევასა და სხვადასხვა პროექტში გამოყენებას გაუმარტივებს მათ.  

უნიკალური დიზაინის ფასადების ფიზიკური ნიმუშების ნახვა ექსკლუზიურად „ელთიბის“ დიდუბის ფილიალშია შესაძლებელი.

კატალოგის ბმული: https://bit.ly/3QFU2Us

იხილეთ ფასადების განფასება: https://bit.ly/40gnIvS

ელთიბის კატალოგების სანახავად ეწვიეთ: https://bit.ly/3VrKkHk