08 ივნისი 2022
გაზიარება:

არ გამოტოვო! 19 ივნისს „ელთიბი“-ში დასაქმების სამიტია!

2022 წლის 19 ივნისს „ელთიბი“-ში იმართება მასშტაბური ღონისძიება – დასაქმების სამიტი, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს, შემოუერთდეს „ელთიბი“-ს მეგობრულ გუნდს, შეუძლია მოვიდეს, იხილოს ამჟამად არსებული ვაკანსიებისა და სტაჟირების ჩამონათვალი, შეავსოს სააპლიკაციო ფორმა და უფრო ახლოს გაიცნოს კომპანია.

მიზანი

ჩვენი, როგორც კომპანიის, მიზანია, მოვიზიდოთ ადამიანური კაპიტალი და ელთიბის გუნდს შევმატოთ მეტი ტალანტი, კომპანიის განვითარებასა და ზრდასთან ერთად გავაფართოვოთ პროფესიონალ თანამშრომელთა არეალი, ხელი შევუწყოთ თანამშრომლის პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას ფუნქცია-მოვალეობების მაღალი ხარისხით შესასრულებლად. ამასთან, „ელთიბის“ ამოცანაა კომპანიის საქმიანობის, პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ცნობადობის გაზრდა, ახალი თანამშრომლის სრული ინტეგრაცია კომპანიაში არსებულ ჯანსაღ კლიმატთან.

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა „ელთიბი“-ს დასაქმების სისტემა?

 „ელთიბი“-ში საკმაოდ სასიამოვნო და საქმიანი გარემოა შექმნილი, ანალოგიურია „ელთიბი“-ს დასაქმებულთა განწყობაც, რაც განსაკუთრებულს ხდის ჩვენთან შრომითი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ერთგვარი გამოწვევაა კარიერული ზრდისა და განვითარების პროცესისკენ მიმავალ გზაზე. „ელთიბი“ – დასაქმების სამიტი 2022 საშუალებას გაძლევთ პირისპირ დაამყაროთ კომუნიკაცია წარმატებულ ადამიანებთან, გაიზიაროთ სხვისი გამოცდილება, მოხვდეთ „ელთიბი“-ს დასაქმებით დაინტერესებულ პირთა ბაზაში და ამასთან თავი გააცნოთ პოტენციურ დამსაქმებელს.

ჩვენ ვიცით, რომ კომპანიას ქმნის ადამიანური კაპიტალი, სწორედ ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების როლი და ჩართულობა. ჩვენი გუნდი ყოველთვის მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ბენეფიტი შევთავაზოთ ჩვენს დასაქმებულებს. „ელთიბი“-ს მრავალ ბენეფიტს შორისაა:

  1. კეთილმოწყობილი სამუშაო გარემო
  2. ჯანმრთელობის დაზღვევა
  3. კარიერული ზრდის შესაძლებლობა
  4. ტრენინგისა და სწავლების მხარდაჭერა
  5. თანამშრომელთა შიდა პორტალი - „ინტრა ნეტი“
  6. Onboarding და Welcome პოლიტიკა
  7. შეფასების სისტემის დამატებითი მატერიალური სარგო
  8. Teambuilding
  9. ყავა HR - თან


პროგრამა

ღონისძიებაზე თქვენ გაეცნობით კომპანიას და აქ დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც ისაუბრებენ იმ გზაზე, რაც „ელთიბი“-ში მოსვლიდან დღემდე გაიარეს. ამასთან გვეყოლებიან სპიკერები და გვექნება იმიტირებული გასაუბრება, რომელიც მოგცემთ საშუალებას, ისწავლოთ, როგორ წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და შესაძლებლობები უკეთ. ამის შემდეგ დაიწყება ღონისძიების სახალისო ეტაპი ვორქშოპები სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ერთგვარი თამაში, მოგეცემათ კონკრეტული დავალებები და შეფასდებით ამ დავალებების შესრულების სისწორითა და სისწრაფით, ვორქშოპში მონაწილეები მიიღებენ სიგელებსა და პრიზებს.

ჩვენ შესახებ

ზრდა და განვითარება, სიახლეზე ორიენტირებულობა, დელეგირების უნარი და ისეთი სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლებს თავისუფლად შეუძლიათ იდეების დაფიქსირება – ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებზეც წლებია კომპანია „ელთიბი“-ს წარმატება დგას. 16 წლის წინ, სამი მეგობრის მიერ თიბისის მხარდაჭერით დაფუძნებული კომპანიის კონცეფცია გახდა კომპანიის უწყვეტი განვითარებისა და მომხმარებელთათვის სტაბილური გარემოს შექმნის საფუძველი.

2004 წელს 15 თანამშრომლით დაწყებული საქმე დღეს მომხმარებელს ავეჯის მაკომპლექტებელი დეტალების ფართო ასორტიმენტსა და მომსახურების სამ ძირითად მიმართულებას სთავაზობს: ავეჯის კომპონენტებისა და მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტს,  საწარმოო მიმართულებასა და პალიტრა-სამღებროს. 

კომპანიის წარმატებას განსაზღვრავს თანამშრომლების შეკრული, მეგობრული გუნდი, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს, მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო პროდუქტი და მომსახურება. დღეისათვის კომპანიას 4 ფილიალი აქვს თბილისსა და იმერეთში, რომლებშიც დასაქმებულთა რაოდენობა 230-ს აღემატება. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებთან, როგორებიცაა Egger, Blum, Italiana Feramenta, Roberto Marella, SiSo, Spax, AGB და სხვა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის სტაბილურობასა და პროფესიონალურ მუშაობას.

გელოდებით!

მის.: თბილისი, თ. ერისთავის №2.