11 ოქტომბერი 2021
გაზიარება:

„ელთიბი“ პალიტრა - ყველა ფერი თქვენი ინტერიერისთვის

შეუკვეთეთ სასურველი სტილის საფასადე მასალა „ელთიბი“ პალიტრაში და შექმენით სასურველი ინტერიერი.

„ელთიბი“ პალიტრა გთავაზობთ:

  • ფერების ფართო არჩევანს;
  • შეუდარებელ შედეგს იტალიური მანქანა-დანადგარების, იტალიური საღებავებისა და იტალიური ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • მაღალ სტანდარტებს და გარანტიას შესრულებულ სერვისებზე.

ასევე გთავაზობთ მომსახურებას EGGER-ის ბრენდის შესაღებ, საშუალო სიმკვრივის მერქანბოჭკოვან ფილებზე (ე.წ. მდფ).

„ელთიბი“ პალიტრაში შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა სამღებრო მომსახურება:

  • გალაქვა – ზედაპირის გლუვი ან პრიალა დაფარვა. მასალას იცავს გამოშრობისგან, უნარჩუნებს პირვანდელ სახესა და დეკორატიულ თავისებურებებს;
  • დაპატინება – ნაკეთობის ფრაგმენტულად შეღებვა დეკორატიული ფუნქციით ოქროსფრად, ვერცხლისფრად, შავად ან ბრინჯაოსფრად. წააგავს ჟანგის თხელ ფენას;
  • დაბაიცება – ნატურალური მასალის, ხის ან ფირფიცრით (ე.წ. შპონით) მოპირკეთებული ზედაპირის ტონირება. უნარჩუნებს მასალას ბუნებრივ ტექსტურას.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ „ელთიბი“-ს მომსახურების ბროშურა: მომსახურების ბროშურა.