14 ოქტომბერი 2022
გაზიარება:

ერთგულება ფასდება!

ერთგულება ფასდება! – კომპანია ელთიბი მომხმარებლებს ორმაგ ფასდაკლებას სთავაზობს დაჭრისა და დაწიბოების მომსახურებაზე. ელთიბის მომხმარებლები, რომლებიც ფლობენ ლოიალობის ბარათს და დაგროვებული აქვთ მინიმუმ 12%-იანი ფასდაკლება, 30 ნოემბრის ჩათვლით ისარგებლებენ სააქციო პირობებით. კონკრეტულად კი ერთგული მომხმარებლის ფასდაკლებას (რომელიც მას დაგროვებული აქვს მიმდინარე კვარტალში) დაემატება ფიქსირებული ფასდაკლება:

თბილისი:

  • - 8 ლარი დაჭრის მომსახურებაზე, ნომენკლატურით: პან - განდეტალება ადგილობრივად შეძენილი ფილის;
  • - 0.60 ლარი დაწიბოების მომსახურებაზე, ნომენკლატურით: პან - დაწიბოვება 16-18მმ სიმაღლის, პურ წებოთი;

ქუთაისი:

  • - 8 ლარი დაჭრის მომსახურებაზე, ნომენკლატურით: ქუთ - განდეტალება ადგილობრივად შეძენილი ფილის;
  • - 0.30 ლარი დაწიბოების მომსახურებაზე, ნომენკლატურით: ქუთ - დაწიბოვება 16-18მმ სიმაღლის, ევა დანადგარზე.

სააქციო შეთავაზების ფარგლებში, ერთგული მომხმარებლებისთვის შეღავათიანი ტარიფი მომსახურებებზე იქნება:

  • დაჭრაზე მაქსიმუმ 9.42 ლარი (ნაცვლად 19.80 ლარისა);
  • მხოლოდ ელთიბიში არსებულ პოლიურეთენის წებოთი დაწიბოებაზე მაქსიმუმ 0.68 ლარი (ნაცვლად 1.45 ლარისა);
  • დაწიბოებაზე (იმერეთის ფილიალი) – მაქსიმუმ 0.40 ლარი (ნაცვლად 0.80 ლარისა).

რაც უფრო მეტად ერთგულია მომხმარებელი, ლოიალობის ბარათზე უფრო მეტი ფასდაკლების პროცენტი უფიქსირდება. შესაბამისად, ყველაზე ერთგული მომხმარებლები ყველაზე შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლებენ იმიტომ, რომ ელთიბიში ერთგულება ფასდება!

ფასდაკლების გამოსათვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური კალკულატორით, სადაც ლოიალობის ბარათზე დაგროვებული ფასდაკლების პროცენტის ოდენობის შეყვანით ავტომატურად გამოჩნდება თქვენი ფასი დაჭრისა და დაწიბოების მომსახურებებზე.

რჩევა: იმისათვის, რომ ელთიბის ერთგული მომხმარებელი გახდეთ:

  • მოითხოვეთ ლოიალობის ბარათი ელთიბის ნებისმიერ ფილიალში;
  • გაატარეთ ლოიალობის ბარათი ხშირად და დააგროვეთ ფასდაკლების პროცენტი;
  • გამოიმუშავეთ მეტი ფასდაკლება პრემიუმ კატეგორიის პროდუქციის შეძენისას!

იმისათვის, რომ იპოვოთ ელთიბის ერთგული მომხმარებლები, რომელთაც დაგროვებული აქვთ 12%-იანი ფასდაკლება და მეტი, გთხოვთ, ეწვიოთ ელთიბის ჯგუფს Facebook-ზე:

ელთიბი ლაბ • LTB LAB

*შეთავაზება არ ვრცელდება იმ მომხმარებლებზე, რომელთაც არ აქვთ ელთიბის ლოიალობის ბარათი და მასზე ფიქსირებული ფასდაკლება, რომელიც შეადგენს მინიმუმ 12%-ს;

**შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ელთიბიში შეძენილი ფილების დაჭრისა და დაწიბოების მომსახურებაზე.