12 დეკემბერი 2023
გაზიარება:

ფილების მრავალფეროვანი არჩევანი საყრდენი კონსტრუქციისათვის!

კომპანია ელთიბი მომხმარებლებს საყრდენი კონსტრუქციის ასაწყობად EGGER-ის 7 ფერის ფილას სთავაზობს.

რა არის საყრდენი კონსტრუქცია?

საყრდენი კონსტრუქცია ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, ეს არის ავეჯის ჩონჩხი, რომელიც მის ფორმას, ფუნქციასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.
შესაბამისად, აუცილებელია, ხარისხიანი, მყარი მასალისაგან დამზადდეს, რომ არ გამოიწვიოს ავეჯის ფასადების, უჯრებისა და სხვა კომპონენტების დეფორმაცია.

ხარისხიანი ავეჯის დასამზადებლად, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სტაბილურად, შეუფერხებლად მუშაობს, მყარი კონსტრუქციაა საჭირო.

რა გამოარჩევს EGGER-ის საყრდენი კონსტრუქციის ფილებს?

EGGER-ის საყრდენი კონსტრუქციის ფილები მომხმარებელს საიმედო გადაწყვეტილებას სთავაზობს. დამუშავების ტექნოლოგიის დახმარებით, რომელსაც ბრენდი ფილის წარმოებისას იყენებს, ფილები ყველა იმ მნიშვნელოვან მახასიათებელს ატარებს, რაც საყრდენი კონსტრუქციისთვისაა საჭირო, მაგალითად:

  • მაღალი სიმკვრივე ფურნიტურისა და უჯრის მიმმართველების სიმყარისთვის;
  • სტრუქტურული სტაბილურობა;
  • ნესტისა და ტემპერატურული ცვლილებების მიმართ მედეგობა.

ელთიბის შოურუმებში წარმოდგენილია საყრდენი კონსტრუქციის 7 ფილა:

  • პან0908 – თეთრი;
  • პან0113 – კრემისფერი;
  • პან0200 – ბეჟი;
  • პან0748 – ყავისფერი;
  • პან0201 – ღია ნაცრისფერი;
  • პან0963 – მუქი ნაცრისფერი;
  • პან0899 – შავი.

აქედან ყველაზე მოთხოვნად თეთრ და მუქ ნაცრისფერ ფილებს ბაზარზე საუკეთესო ფასად შეიძენს მომხმარებელი.

ფილების ფორმატია: 2800 x 2070 x 18 მმ.

საყრდენი კონსტრუქციის ფილების მრავალფეროვნება მომხმარებელს მინიმალისტური, მონოქრომული დიზაინის ინტერიერის შექმნაში დაეხმარება.