05 ივნისი 2023
გაზიარება:

FAB — პრემიუმ კლასის ზედაპირების ახალი კოლექცია „ელთიბი“-ში!

კომპანია „ელთიბის“ საგამოფენო სივრცეებში მომხმარებლებს ახლა უკვე იტალიური ბრენდის — FAB-ის პრემიუმ კლასის ზედაპირები დახვდებათ.

FAB Group-ი 1974 წლიდან აწარმოებს ავეჯსა და ზედაპირებს მისაღები და სასადილო ოთახებისათვის. ცხოვრების წესის ცვლილებისა და საყოფაცხოვრებო ფართის შექმნის ახალი მიდგომების გათვალისწინებით, ბრენდმა ტრანსფორმაცია განიცადა და ასორტიმენტი გააფართოვა. დღეს FAB-ი აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით, როგორც კომპონენტების მწარმოებელი ბრენდი ავეჯის სექტორისათვის, რომლის პროდუქცია მსოფლიოს 52-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

ბრენდის მთავარი ღირებულება საიმედოობა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ინოვაციის თანდაყოლილი ნიჭია. სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა, რომ დღეს FAB-ი არის ძლიერი, კარგად ჩამოყალიბებული კომპანია, რომელიც მუდმივად ვითარდება.

FAB-ი მუდმივად ზრუნავს გარემოზე. მშობლიურ ნიადაგთან ღრმა კავშირის შედეგად, ბრენდი ბუნებისა და ლანდშაფტის სრული პატივისცემით განვითარდა და ცდილობს, პროდუქცია განახლებადი ენერგიის გამოყენებით აწარმოოს. შესაბამისად, ბრენდის პროდუქციას მინიჭებული აქვს ISO ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატები: UNI EN ISO 9001; UNI EN ISO 14001; BS OHSAS 18001; UNI ISO 45001:2018 და ა.შ.

FAB-ი მაღალი ხარისხის პროდუქციით, მოთხოვნების შესაბამისი გადაწყვეტილებებით, წარმოების მოქნილობითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით ყოველთვის მომხმარებელთა მხარდამჭერია. იტალიური დახვეწილი, გამორჩეული ესთეტიკა აისახება ბრენდის დიზაინერულ გადაწყვეტილებებზე.

„ელთიბის“ ასორტიმენტში წარმოდგენილია, როგორც სუპერგლუვი, ქვის იმიტაციისა და ლამინირებული ზედაპირები, ასევე, დაპატენტებული დაფარვის ზედაპირებიც — კლასიკური ლამინირებული საფარისაგან განსხვავებით, დაფარვა შეიცავს ხის, ქვისა და კვარცის ფხვნილების ნაზავს, რომელიც სპეციალური ტიპის შემკვრელებთანაა შერეული, რაც ზედაპირს განსაკუთრებულ მედეგობას მატებს.