15 სექტემბერი 2023
გაზიარება:

შეღებილი ფასადების ახალი კოლექცია

15 სექტემბრიდან, კომპანია „ელთიბი“  მომხმარებლებს შეღებილი ფასადების ახალ კოლექციას სთავაზობს!

კომპანიას მომხმარებლები არა მხოლოდ ავეჯის კომპონენტების იმპორტიორის, არამედ ექსკლუზიური პროდუქციის მწარმოებლის სტატუსითაც იცნობენ. შედეგად, ავეჯის ბაზარზე პოზიციონირდება, როგორც კომპეტენციის ცენტრი, რომელიც ხელს უწყობს ხარისხიანი ავეჯის წარმოებას.

შეღებილ ფასადებს2019 წლიდან იტალიური საღებავებით, იტალიური ტექნოლოგიების გათვალისწინებითა და იტალიურ დანადგარებით ელთიბი პალიტრა აწარმოებს. 2023 წელს კი პალიტრა აღიჭურვა იტალიური ავტომატიზებული სამღებრო ლაბორატორიით, რის შედეგადაც, ფერები კომპიუტერული მეთოდით მიიღება. შესაბამისად, მომხმარებელს კატალოგიდან შერჩეული ფერის გაცილებით ზუსტ ანალოგს სთავაზობს, ვიდრე ხელით შერევის მეთოდით შესთავაზებდა. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ სამღებროში გამოიყენება ეკომეგობრული, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საღებავები.

შეღებილი ფასადების ახალი კოლექცია არა მხოლოდ განახლებულ პროდუქციას, არამედ სრულიად ახალ პროექტს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ განახლდა ფასადების დამზადების ტექნოლოგია, შეკვეთის მიღების წესი, ფასმაჩვენებლები და მიწოდების ვადებიც, რომლებიც ფიქსირებულია ფასადის დამუშავების სირთულის მიხედვით და მომხმარებელს გაცილებით უფრო კომფორტულ პირობებს უქმნის.

კოლექციიდან ფასადის შესაკვეთად, მომხმარებელი შოურუმში ირჩევს სასურველ მოდელსა და ფერს. თითოეული მოდელი წარმოდგენილია დიდუბის შოურუმში, რის შედეგადაც მომხმარებელს ნაკლები დრო და ძალისხმევა სჭირდება შეკვეთისათვის.

შეღებილი ფასადები დაყოფილია კოლექციებად, რომელთა ფიზიკური ნიმუშები განთავსებულია „ელთიბის“ დიდუბის ფილიალში. თითოეულ დეტალზე დატანილი ფასმაჩვენებელი მოიცავს 5 ნომენკლატურას:

  • სადა ფასადი;
  • სადა ფასადი 20%-იანი ლაქით;
  • სადა ფასადი გლუვი ლაქით;
  • გაფორმებული ფასადი 20%-იანი ლაქით;
  • გაფორმებული ფასადი გლუვი ლაქით.


ასე რომ, მომხმარებელს აქვს დეტალური ინფორმაცია ზემოთ აღნიშნული პროდუქციის თითოეული ვარიაციის შესახებ.

ახალი კოლექცია იმითაც გამოირჩევა, რომ იღებება ორმხრივად, შედეგად, კვადრატული ღირებულება მოიცავს როგორც მასალასა და დაჭრის მომსახურებას, ასევე დეტალის დამუშავებას შესაღებად და ორმხრივ ღებვას.

რაც შეეხება ფერებს, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სასურველი ფერი RAL-ის კატალოგიდან შეარჩიოს. დიდუბის ფილიალის შოურუმში განთავსდება 38 ფერის ნიმუშიც, რომელიც სამ ნაწილად დაყოფილი დეტალია და თითოეული ნაწილი მოიცავს: შეღებილ, შეღებილ და 20%-იანი ლაქით დაფარულ და შეღებილ და გლუვი ლაქით დაფარულ ნიმუშებს. დეტალები მომხმარებელს დაეხმარება ფერისა და ლაქის შერჩევასა და მის ზუსტ აღქმაში. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ მომხმარებელი კატალოგიდან სხვა ფერს შეარჩევს, კომპანია მათ ფერის ნიმუშის დამზადების მომსახურებასაც სთავაზობს.

გარდა იმისა, რომ „ელთიბი“-ში ფასადების ახალი კოლექციის ფიზიკური ნიმუშების ნახვაა შესაძლებელი, ასევე, კომპანია მუშაობს ონლაინ კატალოგზეც, რომელიც მოიცავს ფასადების ყველა ინტერპრეტაციას, თავისი ნომენკლატურებით, მზა გადაწყვეტილებებს რენდერების სახით და ტექნიკურ ნახაზებს, რაც ფასადების აღქმას, მის შერჩევასა და სხვადასხვა პროექტში გამოყენებას გაამარტივებს.

ამრიგად, „ელთიბის“ ფასადების ექსკლუზიური კოლექცია, უნიკალური, ტრენდული ავეჯის აწყობისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

 

*სექტემბრის ბოლომდე მომხმარებელს შეუძლია ძველი მოდელების შეძენაც, ძველი პირობების გათვალისწინებით.