05 აპრილი 2023
გაზიარება:

„ელთიბის“ და გიორგი დანელიას სამზარეულოს დასრულებული პროექტი

კომპანია „ელთიბი“-სა და გიორგი დანელიას — ქართველი ვლოგერი და ინფლუენსერის საერთო პროექტი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გიორგისა და თეონა ჩაჩუას ახალი სახლის სამზარეულო მთლიანად „ელთიბის“ მასალებით აიწყო.

სამზარეულოს სათავსოების კარკასისათვის გამოყენებულია EGGER-ის გლუვი, მუქი ნაცრისფერი ფილა — DIAMOND GREY, ხოლო ფასადებისათვის გამოყენებულია CLEAF-ის შავი, ხის ტექსტურის მქონე ფილა — BRUCIATO. სათავსოები დაკომპლექტებულია Blum-ის 110°-იანი CLIP TOP BLUMOTION ანჯამებით, რომელთა შავი ფერი იდეალურად ჯდება სამზარეულოს ფერებსა და სტილში. კედლის სათავსოებისათვის ინფლუენსერებმა შეარჩიეს Blum-ის უჯრები, TANDEMBOX Antaro-ს ერთ-ერთი მოდელი, რომელიც ორი სართულისაგან შედგება და ქმნის კომფორტულ, ტევად სათავსო სივრცეს.

გიორგისა და თეონას სამზარეულოში დამონტაჟდა კუნძულიც, რომელიც „ელთიბის“ პარტნიორმა კომპანია FUTURIUM-მა Arkopa-ს მეტალისებრი ფილითა — ANKASTRE METALIC და Top Linea-ს ფენიქსის დაფარვის მქონე გლუვი ნაცრისფერი ზედაპირით ააწყო. კუნძულზე განთავსდა Rodi-ს Box Lux ნიჟარა, რის ქვეშაც დამონტაჟდება აღნიშნული ბრენდის ნარჩენების გადამამუშავებელი მოწყობილობა.

მთლიანი სამზარეულოს სანახავად, იხილეთ ბმული: http://bit.ly/3nLCrQ2

დღეისათვის, კომპანია „ელთიბის“ 4 ფილიალი აქვს:

  • თბილისი, თ. ერისთავის ქ. 2;
  • თბილისი, ქინძმარაულის ქ 5;
  • თბილისი, აგლაძის ქ. 7;
  • ქუთაისი, გუგუნავას ქ. 1.

 

სამუშაო დღეები და საათები:

ორშაბათი - შაბათი – 09:30 - 18:00

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

  • ტელ.: 0322 66 71 61
  • ელ. ფოსტა: info@ltb.ge