12 მაისი 2021
გაზიარება:

გაეცანით EGGER-ის ფილებს იდეალური კომბინაციის აღმოსაჩენად

კომპანია „ელთიბი“ მომხმარებლებს სთავაზობს მერქანბურბუშელოვან საფასადე ფილებს (ე.წ. დსპ) ავსტრიული ბრენდი EGGER-ისაგან.

ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის პროდუქტის (დეკორი, ზედაპირი, წიბო, ე.წ. პლინტუსი) ფაქტურა ნატურალურ მასალასთან მაქსიმალურად მიახლოებული ეფექტით გამოირჩევა. 

H2033 ST10 – მუხის რეპროდუქციაა და იდეალურია სამზარეულოს ზედაპირისა თუ ინტერიერის სხვა ელემენტებისთვის. შესანიშნავად ესადაგება სადა ფერის დეტალებსა და მეტალის დეკორს, ავეჯის დიზაინში კი ორიგინალური ოპტიკური ეფექტის შექმნის საშუალებას იძლევა.

H3176 ST37 – მისი სპეციფიკა მკვეთრად გამოხატული ბუნებრივი ბზარები და შედარებით მუქი ტონალობაა. ამით ინტერიერში ორიგინალურ, საინტერესო აქცენტებს სვამს, ოთახში კი ბუნებრივობის სასიამოვნო ეფექტს ქმნის.

F637 ST10 – ამ ფილას გამოკვეთილად თეთრი ფერი და მეტალის ფაქტურა გამოარჩევს. იდეალურია კედლის ზედაპირის დიზაინისთვის, ინტერიერში მრავალფეროვან კომბინაციებს ითავსებს, ფურნიტურის დიზაინში კი დეკორატიული ელემენტების შესატანად გამოიყენება.

იხილეთ კატალოგი: საფასადე მასალები და სამზარეულო ზედაპირები.

Egger 1961 წლიდან აწარმოებს ხარისხით, სანდოობითა და ვიზუალით გამორჩეულ ხის მასალას: სხვადასხვა ტიპის ფილასა და ავეჯის მრავალფეროვან ფურნიტურას. დღეისათვის ის ხის მასალების მწარმოებელი წამყვანი ბრენდია, მისი პროდუქცია კი 25-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. მას სხვადასხვა დროს, განსხვავებულ კატეგორიაში აქვს მიღებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი არაერთი სერტიფიკატი. კომპანია დეტალების ურთიერთშეხამებაზე ფოკუსირდება. მისთვის, იდეალური კომბინაციები, პირველ რიგში, ინტერიერის ნაწილია.