09 აგვისტო 2023
გაზიარება:

ფერადი MDF-ის ფასადების ექსკლუზიური ასორტიმენტი მხოლოდ „ელთიბი“-ში

ელთიბი პალიტრა მომხმარებლებს ფერადი MDF-ისა და ხის ანათალის კომბინაციით შექმნილ ფასადებს სთავაზობს. ეს არის უნიკალური კოლექცია, რომელიც სიახლეა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვისაც.

ელთიბი არა მხოლოდ პროდუქციის იმპორტის კუთხითაა ლიდერი კომპანია საქართველოს ბაზარზე, არამედ თავადაც აწარმოებს ექსკლუზიურ პროდუქციას და მომხმარებლებს მომსახურებების სრულ სპექტრს სთავაზობს.

ფერადი MDF ნედლეულის სახით, ბევრ სხვა პროდუქტში გამოიყენება, თუმცა კონკრეტულად ფასადების მიმართულებით მისი გამოყენება ელთიბის წარმოების გუნდის იდეაა, რომლის ტექნიკური დეტალების დამუშავება და შესრულება ასევე მთლიანად ელთიბის წარმოებას ეკუთვნის.

საშუალო სიმკვრივის მერქანბოჭკოვანი ე.წ. MDF ფილა ხის მცირე ზომის, დაპრესილი ნაწილაკებისგან შედგება; გლუვი და ერთგვაროვანი სტრუქტურის მისაღებად ფისით, მელამინითა და ცვილით მუშავდება. MDF იდეალურია სამღებრო სამუშაოებისთვის და ხის ანათალის ე.წ. შპონის გასაკრავად. MDF დრეკადია და კარგად იტანს ისეთ დამუშავებას, როგორიც არის ფრეზირება და სხვადასხვა დიზაინ ელემენტების ამოჭრა; მედეგია ნესტის მიმართ, ვინაიდან ტენიანობის დროს ფართოვდება და იკუმშება ისე, რომ არ ზიანდება მისი მთლიანობა.

ფერადი MDF არ საჭიროებს დაწიბოებას და არ სჭირდება შეღებვა ფრეზირების შემდგომ, ვინაიდან იგი შიგნითაც ის ფერია, რაც გარედან. შესაბამისად, ეს მასალა კარგ შესაძლებლობას იძლევა სრულიად ახალი, ინოვაციური ფასადების დასამზადებლად, რომელთა ნიმუშებიც უკვე ექსკლუზიურადაა „ელთიბი“-ს დიდუბის ფილიალში წარმოდგენილი.

კოლექციაში მომხმარებელი ასევე იხილავს ფერადი MDF-სა და ხის ანათალის კომბინაციით შექმნილ ფასადებს, რომელიც კლასიკური, ესთეტიკური ინტერიერის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

გარდა შოურუმში წარმოდგენილი ფიზიკური ნიმუშებისა, სულ მალე „ელთიბი“ მომხმარებელს შესთავაზებს კატალოგს, რომელიც ფასადების აღქმას, მის შერჩევასა და სხვადასხვა პროექტში გამოყენებას გაამარტივებს.

ექსკლუზიურ კოლექციაში წარმოდგენილი ფასადებით „ელთიბი“-ს მომხმარებელი შეძლებს შექმნას გამორჩეული დიზაინის ინტერიერი, სადაც ფერადი MDF-ით შექმნილი პროდუქტი შესაძლებელია გამოიყენონ, როგორც ფასადის, ასევე დეკორის სახით.

*ფერადი MDF-ის ფასადების შერჩევა და შეძენა ექსკლუზიურად „ელთიბის“-ს დიდუბის ფილიალშია შესაძლებელი.