27 მარტი 2023
გაზიარება:

21%-იანი ფასდაკლება სამზარეულოს პრემიუმ კლასის მაკომპლექტებლებზე!

საგაზაფხულო აქციის ფარგლებში, ავეჯის კომპონენტების კომპანია „ელთიბი“-ში სამზარეულოს პრემიუმ კლასის მაკომპლექტებლებზე 21%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. აქცია 27 მარტს დაიწყო და 12 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

მომხმარებლებს დიდუბის ფილიალის განახლებულ შოურუმში ფასდაკლებით დახვდებათ ისეთი მსოფლიო მასშტაბის ბრენდები, როგორებიცაა ELLECI, INOXA, VIBO, ARTINOX და NOBILI.

სააქციო ფასი გავრცელდება შემდეგ ბრენდებზეც: Fulgor Milano, Damiano Latini, Bellanda, Rodi.

ხარისხი, კომფორტი, დახვეწილი დიზაინი — ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც აღნიშნული ბრენდების სავაჭრო ნიშნის ქვეშ წარმოდგენილ პროდუქციას აღწერს.

განახლებულ შოურუმში ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბრენდები მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს და უმარტივებს სამზარეულოს საქმიანობას. რა კომპონენტებით უნდა დავაკომპლექტოთ სამზარეულო მაქსიმალურად ორგანიზებული და ფუნქციონალური სივრცის შესაქმნელად? — ამ კითხვაზე პასუხს მომხმარებელი დიდუბის ფილიალის განახლებულ სივრცეში მიიღებს და 21%-იანი ფასდაკლებით შეძლებს აღნიშნული პროდუქციის შეძენას.

სამზარეულოს ნიჟარები

ნიჟარა სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც ხშირად მომხმარებლები დიდ ყურადღებას არ უთმობენ. კომპანია „ელთიბი“-ში ორი ბრენდის სავაჭრო ნიშნის ქვეშ წარმოდგენილია რამდენიმე ტიპის ნიჟარა.

გამომდინარე იქიდან, რომ საკვების ინგრედიენტებს ხშირად ნიჟარაში ვაწყობთ გასარეცხად, მნიშვნელოვანია, მასალა, რომლისგანაც კომპონენტია დამზადებული, იყოს საკვებისათვის უსაფრთხო, არ ჰქონდეს ფორები, სადაც საკვების ნარჩენები მოგროვდება, ამასთან, იყოს გამძლე და  ამარტივებდეს საქმიანობას სამზარეულოში. ELLECI-ს ნიჟარების ორივე კოლექცია ამ ნიშნებით გამოირჩევა. პრაქტიკული, ესთეტიკური ნიჟარები ორი, უნიკალური, ულტრაკომპაქტური მასალითაა დამზადებული:

  • Keratek Plus-ის მოდელები შექმნილია მოწინავე ნანოტექნოლოგიების გამოყენებით. შეიცავს კვარცს, კერამიკულ ნაწილაკებს და აკრილის ინოვაციური ფისების ნაზავს. ნულოვანი ფოროვანი ზედაპირის დახმარებით, აღნიშნული მასალით შექმნილი ნიჟარები მაქსიმალურ ჰიგიენას და გასაოცარ მედეგობას უზრუნველყოფს.
  • Granitek-ის ევოლუციური მასალა კი ზედაპირს ვიზუალურ ტექსტურას ანიჭებს და შეხებისას, ბუნებრივი ქვის ეფექტს ტოვებს, რასაც ფერების სიმრავლეც აძლიერებს. მასალა კვარცის საუკეთესო ტექნიკურ თვისებებს ავლენს, რაც ტემპერატურისა და ძლიერი დარტყმების მიმართ მედეგობას გულისხმობს.

ELLECI-ის ასორტიმენტში წარმოდგენილია ნიჟარების აქსესუარებიც: საჭრელი დაფები და საწურები, რაც ინგრედიენტების მომზადების პროცესს გაცილებით უფრო სწრაფსა და კომფორტულს გახდის მომხმარებლისთვის.

სამზარეულოს ნიჟარები „ელთიბის“ განახლებულ შოურუმში ARTINOX-ის სავაჭრო ნიშნითაც არის წარმოდგენილი. პრემიუმ ხარისხის ნიჟარების მწარმოებელი ბრენდი ფლობს ევროპული სტანდარტების შესაბამის სერტიფიკატებს (UNI EN ISO 9001, UNI EN ISO 14001 და ა.შ.). ეკომეგობრული ნიჟარები მზადდება პირველი კლასის უჟანგავი ფოლადისაგან, რომელიც 100%-ით გადამუშავებადი მასალაა. დიზაინი, გამძლეობა, სიმარტივე — ხელნაკეთი ნიჟარის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია. ნიჟარების ყველა დეტალი წარმოადგენს ხელნაკეთი ხელოვნების ნიმუშს.

ნიჟარების მთელი ხიბლი მის კონცეფციაშია — ნებისმიერ მოდელისათვის მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მთელი რიგი აქსესუარებისა, რომლებიც ზუსტად ერგება ნიჟარაზე არსებულ შვერილებს და რბილად, ძალდაუტანებლად მოძრაობს. ARTINOX-ის აქსესუარების ჩამონათვალი:

  • საჭრელი დაფა;
  • საწური;
  • მეტალის კონტეინერების ნაკრები;
  • სახეხების ნაკრები.
     

შემრევები

სამზარეულოს მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ხშირად უყურადღებოდ რჩება, შემრევებია. კომპანია „ელთიბი“ მომხმარებლებს სთავაზობს იტალიური დიზაინის, თანამედროვე, ფუნქციონალურ შემრევებს, რომლებიც NOBILI-ის სავაჭრო ნიშნითაა წარმოდგენილი შოურუმებში. კომპანიის მიერ შექმნილი ნებისმიერი მოდელი ფუნქციონალური ეფექტურობის გამოხატულებაა, შესაბამისად აერთიანებს ესთეტიკასა და კომფორტს, ამასთან თითოეულ მოდელს წყლის ეკონომიისთვის აქვს ორსაფეხურიანი კარტრიჯი და 360°-იანი მობრუნება. „ელთიბის“ შოურუმებში წარმოდგენილია NOBILI-ის შემრევების რამდენიმე მოდელი:

  • LEVANTE და  MOVE — მოდელებს ახასიათებს კარგად გამოკვეთილი წყლის ჭავლი, რომელიც მარტივად და რბილად იმართება ბერკეტით, გამოირჩევა უჟანგავი ფოლადის მოქნილი მილით, რომლის დახმარებითაც შემრევი 360°-ით მოძრაობს. შემრევებს ორი სხვადასხვა ტიპის თავი აქვს, რომელიც მაგნიტური საყრდენითაა დამაგრებული კორპუსზე.
  • LAMP — სცენის უდავო ვარსკვლავი, მოდელის ინოვაციური შავი რეზინის მილი უზრუნველყოფს შეუფერხებელ მოძრაობას. შემრევის თავი კორპუსზე პატარა მაგნიტით მაგრდება, რის გამოც შემრევი განსხვავებული სტილით გამოირჩევა. მოდელს რეგულირებადი, ორნაკადიანი შხაპი აქვს, რაც თავზე არსებული ღილაკით ირთვება.
  • CHARLI და ANTICA — ვინტაჟური სტილის შემრევები, რომლებიც სიძველის, დახვეწილობისა და პრაქტიკულობის ნაზავს წარმოადგენს.
     

სათავსო მექანიზმები

ორგანიზებული, ფუნქციონალური სამზარეულოსათვის მნიშვნელოვანია კომფორტული სათავსო სივრცე. შოურუმში წარმოდგენილი VIBO-სა და INOXA-ს ასორტიმენტი მომხმარებელს სივრცის მაქსიმალურ ათვისებას სთავაზობს.

VIBO-ს პროდუქციას მინიმალისტური, ელეგანტური და დახვეწილი სტილი და კარგად განსაზღვრული კონცეფცია აქვს. Urban-ის კოლექცია მოიცავს ფუნქციონალურ დიზაინს, რომელიც ადვილად ერგება  კომფორტისთვის შექმნილ ნებისმიერი სტილის ავეჯს. პროდუქციას სპეციალური დამუშავების შედეგად მიღებული ერთგვაროვანი ალუმინის გვერდები და მელამინის ხის ძირი აქვს. კოლექცია მოიცავს: ღიობისა და კუთხის მექანიზმებს, საწურებს, უჯრებს. თითოეული მექანიზმი აღჭურვილია Grass-ის რბილი დახურვის სავლელებით.

INOXA-ს ბრენდის ქვეშ „ელთიბი“-ში წარმოდგენილია სხვადასხვა  ფუნქციისა და პარამეტრების მექანიზმები სამზარეულოს ავეჯისთვის, ასევე ისეთი აქსესუარები, როგორიცაა: განსხვავებული დიზაინისა და ტიპის სამზარეულოს საბოთლეები, ჭურჭლის საწური, უჯრები, კუთხის მექანიზმები და ა.შ.

სამზარეულოს ზედაპირის აქსესუარები

„ელთიბი“-ს ბრენდის ქვეშ შოურუმში მომხმარებელი იხილავს სამზარეულოს კუნძულის აქსესუარებსაც, რომლებიც ზედაპირში დამონტაჟებულ სპეციალურ ბუდეში თავსდება.  აღნიშნული სისტემა არის ელეგანტური და ინოვაციური პროდუქტი, რომელიც პრაქტიკულ, პერსონალიზებულ გადაწყვეტილებებს შემოიტანს სამზარეულოში.  აღსანიშნავია, რომ ზედაპირში დამონტაჟებული ბუდის დაკომპლექტება ინდივიდუალურადაა შესაძლებელი. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, თავისთვის საჭირო და პრაქტიკული აქსესუარებით: ფოლგის შესანახი, კოვზებისა და ჩანგლების სათავსო, სასწორი, როზეტი, ტელეფონის ინდუქციური, უკონტაქტო დამტენი, დანების სათავსო, მცენარეების ქოთანი, სარეცხი საშუალებების სათავსო, საწური, შემრევის ძირი, თარო განათებით, დატვირთოს ბუდე. 

საყოფაცხოვრებო ტექნიკა

„ელთიბი“-ში 21%-იანი ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი FULGOR MILANO-ს საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრული სპექტრიც:

  • გაზის, ელექტრო, მიკროტალღური თუ მულტიფუნქციური საცხობი ღუმელები;
  • ღუმელის ქვეშ სამონტაჟო უჯრა, რომელიც კერძის თბილად შენახვას, ცომის ამოსვლასა თუ დაბალ ტემპერატურაზე კერძის მომზადებას უზრუნველყოფს;
  • გაზისა და ელექტრო სენსორული, მექანიკური თუ ინდუქციური ქურები;
  • გამწოვები;
  • მაცივრები;
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანები;
  • ღვინის სენსორული მარანი;
  • შესაფუთი უჯრა;
  • ყავის ავტომატიზებული აპარატები და ა.შ.

FULGOR MILANO-ს ნებისმიერი პროდუქტი წარმოადგენს დიზაინერებისა და საერთაშორისო კვლევების უწყვეტი ინვესტიციების შედეგს, რაც მომხმარებლისთვის უსაზღვრო შესაძლებლობებსა და კომფორტს ქმნის.

ამრიგად, კომპანია „ელთიბი“ 21%-იანი ფასდაკლებით მომხმარებელს სთავაზობს ფუნქციონალური, ორგანიზებული სამზარეულოს შექმნის შესაძლებლობას.

გარდა დიდუბის ფილიალისა, ფასდაკლებული პროდუქცია წარმოდგენილია იმერეთისა და სამგორის ფილიალებშიც.