07 სექტემბერი 2021
გაზიარება:

რატომ პოლიურეთანის წებო?

პოლიურეთანი უნიკალური ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩევა და არაერთი ნიშნით უკეთეს შედეგს იძლევა სხვა ფართოდ გავრცელებულ წებოსთან შედარებით.

დაწიბოებული მასალა უფრო დიდხანს ძლებს სხვადასხვა სივრცესა და პირობებში, რაც პოლიურეთანის წებოთი და მაღალი ხარისხის დაწიბოების სტანდარტებით არის განპირობებული.  „ელთიბი“ საწარმოში დაწიბოება ხდება გერმანული HOMAG-ის დანადგარზე.

პოლიურეთანის წებო არის ერთგვაროვანი მასა გამხსნელების გარეშე, რომელიც სხვადასხვა მასალაზე გამოყენებისას მარტივად ავსებს ნაპრალებს და საიმედოდ აერთებს დეტალებს.

პოლიუერათანის უპირატესობები:

  • მდგრადია – მყარად არის მიწებებული ნაწიბურზე და არ არსებობს მისი აძრობის ალბათობა;
  • ჰიდროიზოლაცია – გამაგრების შემდეგ ხდება მედეგი ნესტისა და ორთქლის მიმართ. ამ წებოთი დამუშავებული არეალი მაქსიმალურად ჰერმეტულადაა დაცული;
  • თბოგამძლეობა – უძლებს +150° ტემპერატურას მაშინ, როდესაც სხვა ფართოდ გავრცელებულ წებო მედეგია მაქსიმუმ +60° ტემპერატურის მიმართ;
  • ყინვაგამძლეობა – მდგრადია ყინვის მიმართ -30°-მდე ტემპერატურაზე. შედარებისთვის, სხვა, ფართოდ გავრცელებული წებო მინიმუმ +5° უძლებს.

ესთეტიკური გარეგნული მხარე:

წებოს ნაკერი ფაქტობრივად შეუმჩნეველია მაშინ, როდესაც ფართოდ გავრცელებული წებოს გამოყენებისას ამ შედეგის მიღება შეუძლებელია.