01 მარტი 2023
გაზიარება:

საგაზაფხულო აქცია — 21% ფასდაკლება ფილების სრულ ასორტიმენტზე

9-დან 15 მარტის ჩათვლით,  საგაზაფხულო აქციის ფარგლებში, კომპანია „ელთიბი“ მომხმარებელს ფილების სრულ ასორტიმენტზე 21%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

საფასადე ფილები, სამზარეულოს ზედაპირები თუ კედლის პანელები, რომლებიც ელთიბის შოურუმებში სხვადასხვა ფორმასა და ფორმატშია ხელმისაწვდომი, ქალბატონებისათვის და არა მარტო მათთვის, სასურველი შეთავაზებით იქნება წარმოდგენილი.

კომპანია „ელთიბი“, როგორც კომპეტენციის ცენტრი ავეჯის ინდუსტრიაში მუდმივად ცდილობს, მომხმარებლებს შესთავაზოს მოწინავე ბრენდების პროდუქცია. სწორედ ამიტომ, შოურუმებში წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბის ბრენდები: CLEAF, EGGER, SM’art, ARKOPA, ARSIT და ა.შ.

„ელთიბი“-ში წარმოდგენილი ფილების კოლექციები გამორჩეული და მრავალფეროვანია, მაგალითად: ბრენდ CLEAF-ის ასორტიმენტში მომხმარებელი აღმოაჩენს ურბანული აგურის, ქვიშის, ლითონისა თუ სხვა მასალის შთაგონებით შექმნილი დიზაინის ფილებს. ასეთი ფილების გამოყენებით ექსცენტრიკული, ინდივიდუალისტური, გამორჩეული დიზაინის შექმნაა შესაძლებელი.

კომპანია მომხმარებელს ასევე სთავაზობს SM’art-ის გამორჩეული დიზაინის პროდუქციას, ასორტიმენტი მოიცავს მარმარილოს, ხის, ქვის, ქვიშისა და სხვა დიზაინისა და ტექსტურის ფილებს. SM’art-ის კოლექციებში მომხმარებელი დღეისათვის ტრენდულ ურბანული დიზაინის ფილებსაც აღმოაჩენს, რომლებიც გადმოსცემს ქალაქის გაცრეცილი ზედაპირის სრულ ხიბლს.

SM’art-ის პროდუქციიდან კომპანია „ელთიბი“-ში წარმოდგენილია პრემიუმ ხარისხის კომპაქტლამინატიც, რომელიც ყველაზე ხშირად ზედაპირის სახით გამოიყენება და სხვა ზედაპირებისაგან განსხვავებით თითქმის სამჯერ ნაკლებია სისქეში. 12 მმ.-იანი სისქის მასალა ინტერიერს უფრო მსუბუქს და მიმზიდველს ხდის. სხვა მასალებისაგან კომპაქტლამინატს გამოარჩევს ისიც, რომ არ სჭირდება დაწიბოება, ვინაიდან შიგნიდანაც ისეთივე ფერისაა, როგორიც გარედან.

„ელთიბი“-ს ყველაზე გაყიდვადი ბრენდ EGGER-ის კოლექციებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხის იერსახის მქონე ფილები, რომელთა ტექსტურა ხის ანათალის, იგივე შპონის მსგავსია. ასევე EGGER-ის მერქანბურბუშელოვანი ფილის (ე.წ. დსპ) ზედაპირები და კედლის პანელები საინტერესოდ გამოიყურება ინტერიერის პროექტებში. ის ფაქტი, რომ ორივე ხელმისაწვდომია ერთსა და იმავე დიზაინში,  მოდერნისტული, მინიმალისტური სამზარეულოს შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

ხოლო ყველაზე ფერადი ბრენდი ARKOPA  თავის ასორტიმენტში მომხმარებელს პრიალა და გლუვი ფინიშის მქონე მერქანბოჭკოვან ფილებს (ე.წ. მდფ) სთავაზობს.  აღსანიშნავია, რომ პრიალა პროდუქციაში ARKOPA-ს აქვს როგორც აკრილის, ასევე PVC დაფარვა. ორივე სახის პრიალა ფილა დაცულია ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენისგან, რის შედეგადაც არ ხუნდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული აკრილისა და PVC დაფარვა გამოიყენება მხოლოდ MDF ფილებზე. ელთიბის შოურუმებში ARKOPA-ს გლუვი ფილები სხვადასხვა მკვეთრ ფერშია წარმოდგენილი.

ამრიგად, 21%-იანი ფასდაკლების ფარგლებში, ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელი შეძლებს შეარჩიოს სასურველი პროდუქტი და შეიძინოს საუკეთესო ფასად.

*უკვე ფასდაკლებულ პროდუქციას აღნიშნული აქცია არ ეხება.

**„ელთიბის“ ერთგული მომხმარებლები ფილების შეძენისას შეძლებენ ლოიალობის ბარათის გატარებას მხოლოდ ქეშ-ბექ ქულების დაგროვების მიზნით.