10 აგვისტო 2023
გაზიარება:

BORMA WACHS — როგორ შევუნარჩუნოთ/დავუბრუნოთ ავეჯს პირვანდელი სახე?!

კომპანია „ელთიბი“-ში გარდა ავეჯის უმაღლესი ხარისხის კომპონენტებისა, წარმოდგენილია BORMA WACHS-ის ავეჯის მოვლისა და რეტუშირების საშუალებებიც!

BORMA ხის კოსმეტიკისა და ზეთების მწარმოებელი წამყვანი იტალიური ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს ხის ზედაპირების მოვლის, აღდგენის, დამუშავებისა და მოოქროებისთვის საჭირო საშუალებებს, ზეთებს, ცვილებს სთავაზობს. ბრენდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქციის ხარისხი და სანდოობაა, რაც კომპანიის პროფილს განსაზღვრავს.

BORMA WACHS მუდმივად ინოვაციური გადაწყვეტილებების მიგნებაზე მუშაობს, რათა მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქცია აწარმოოს. გარდა ამისა, BORMA მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირდება როგორც ეკომეგობრული ბრენდი, რომელიც სხვადასხვა გზით ზრუნავს ეკოლოგიური გარემოს დაცვაზე.

კომპანია 1928 წლიდან აწარმოებს ხის მასალებისთვის საჭირო პროფესიონალურ კოსმეტიკას. წარმოება მცირე საოჯახო ბიზნესით დაიწყო და დღესაც ინარჩუნებს პირვანდელ, დაარსების დღიდან განსაზღვრულ ღირებულებებსა და მიმართულებას. დღეს BORMA WACHS-ის მთელი ასორტიმენტი შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. პროდუქცია ბიოლოგიური სამშენებლო მასალების ინსტიტუტში (როზენჰაიმი, გერმანია) გადის მუდმივ ტესტირებებს. შედეგები ადასტურებს, რომ ბრენდის პროდუქცია არ შეიცავს არასტაბილურ ორგანულ ნაერთებს, აკრძალულ ბიოციდებს, მძიმე მეტალებსა და რადიოაქტიურ კომპონენტებს. დანიის ლაბორატორიამ — Eurofins, დაადასტურა BORMA WACHS-ის მასალების შესაბამისობა EN71-III სტანდარტის მოთხოვნებთან მძიმე მეტალების ემისიის ნაწილში. შესაბამისად, გარანტირებულია პროდუქციის უსაფრთხოება ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ხოლო მისი გამოყენება ავეჯისა და სათამაშოების წარმოებაში — მიზანშეწონილი.

„ელთიბი“-ში წარმოდგენილია BORMA WACHS-ის მრავალფეროვანი პროდუქცია:

  • Stuccorapido, რბილი ცვილი — ნატურალური ცვილის რბილი, ელასტიკური ჩხირები, რომლებიც მინერალური პიგმენტის ბაზაზეა შექმნილი. ცვილის დახმარებით, შესაძლებელია ყველა ზედაპირული დეფექტის (ნაკაწრი, ამოტეხილი ადგილი, ბზარი) სწრაფად და უსაფრთხოდ აღდგენა. რბილი ცვილით აღდგენილი დეტალები მუდმივად ინარჩუნებენ სიმკვრივესა და ფერს, ასევე შესაძლებელია მათი სხვა მასალით შეღებვა ან დაფარვა. გარდა იმისა, რომ აქვს შესანიშნავი შედეგი, გამოსაყენებლადაც კომფორტულია: არ ეწებება ხელებს და არ ტოვებს ზეთოვან კვალს.
  • ლაქი აეროზოლი — სპეციალური ლაქი აეროზოლი, რომელიც ხის ზედაპირების რეტუშირებისთვის გამოიყენება. აეროზოლი შრება სწრაფად, მარტივია გამოსაყენებლად და მდგრადია სინათლის ზემოქმედების მიმართ.
  • მარკერი ემალით რეტუშირებისთვის, რომელიც შექმნილია სწრაფად შრობად მატის ლაქის ბაზაზე. მარკერი მყარ ან სინთეტიკურ ხის ზედაპირზე ლამინატზე და ა.შ. იდეალურად ფარავს ნებისმიერ დეფექტს, ასევე მდგრადია წყლისა და სარეცხი საშუალებების მიმართ, არ იცვლის ფერს და თავსებადია გამხსნელების ბაზაზე შექმნილ საღებავებთან.
  • Profix, ფანქარი ბაიცით — იდეალურად აღადგენს ხის ნებისმიერ ზედაპირს. შესაძლებელია მისი სხვა პროდუქტით დაფარვაც, რადგან გამჭვირვალეა. ფანქარს სპეციალური სახის წვერი აქვს, რომელიც რთულად მისადგომი ადგილების რეტუშირების საშუალებას იძლევა. სწრაფად შრება და ადვილად აღადგენს გახეხილ ადგილებსა და ნაკაწრებს.
  • წყლის ბაზაზე შექმნილი ავეჯის საწმენდი საშუალება, რომელიც შეიცავს ფორთოხლის ეთერზეთის დანამატს, PH-ის ნეიტრალურ მაჩვენებელს. გამოიყენება, როგორც შეღებილი, ისე პოლირებული ავეჯისათვის. ეფექტურად აცილებს ლაქებს, არ აზიანებს ზედაპირის დაფარვას, იცავს და აახლებს ავეჯის ზედაპირს და ტოვებს ციტრუსის სასიამოვნო არომატს. გამოიყენება მერქანბოჭკოვან ფილებსა (ე.წ. მდფ) და აკრილის ზედაპირებზე.
  • ავეჯის საწმენდი აეროზოლი, რომელიც გამოიყენება ხის ზედაპირების ღრმა წმენდისა და გაპრიალებისთვის. ცვილით დაფარულ ზედაპირებზე საჭიროა ფრთხილი, მცირე რაოდენობით გამოყენება. იდეალურია შეღებილი ზედაპირებისთვის, მარტივად აცილებს ცხიმს, ლაქებსა და მტვერს. გამოიყენება მერქანბოჭკოვან ფილებსა (ე.წ. მდფ) და აკრილის ზედაპირებზე.

BORMA WACHS-ის პროდუქცია სანდო და უსაფრთხოა. ასორტიმენტი მომხმარებელს ეხმარება ავეჯს დაუბრუნოს ან შეუნარჩუნოს პირვანდელი სახე. ეკომეგობრული პროდუქციის გამოყენება ნებისმიერ გარემოში ინტენსიურადაა შესაძლებელი, ვინაიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის სრულიად უსაფრთხოა.