კომპანია „ელთიბი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია „ელთიბი“ წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას. კომპანია “ელთიბი”-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.
ფუნქცია–მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული არაკომერციული მოთხოვნების მართვა
- მომწოდებელთა ბაზრის კვლევა
- შესყიდვების შესაბამისად მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება, ოპტიმალური პირობების მისაღებად
- შესყიდვების ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მართვა
- არაკომერციული შესყიდვების პროცესების მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
- აუცილებელია მართვის მოწმობა ( B კატეგორია)
ცოდნა/უნარები
- კომპიუტერული უნარი - MS office; Windows, სასურველია- 1 C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B2)
- მოლაპარაკების წარმართვის უნარი
- ეფექტური კომუნიკაცია
- შედეგზე ორიენტირებულობა
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე, 09:15-სთ–დან 18:15 სთ–მდე
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - შესყიდვების სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია ელთიბი-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას.