11 აპრილი 2022
გაზიარება:

30%-მდე ფასდაკლება ალუმინის პროფილებზე!

კომპანია „ელთიბი“ მომხმარებლებს სთავაზობს 30%-მდე ფასდაკლებას ალუმინის პროფილებზე. სააქციო პირობები ვრცელდება წინასწარ შერჩეულ 50-მდე მოდელზე. ალუმინის პროფილების გამოყენება ინტერიერში არაერთი დანიშნულებით არის შესაძლებელი. მაგ.:

  • სახელურების სახით;
  • როგორც გასაგორებელ ან/და გასახსნელ ფასადებსა და საკარკასე ავეჯზე;
  • კუპეს ტიპის კარადებზე;
  • ოთახშორისი ტიხარის მოსაწყობად;
  • საგარდერობე ოთახის ან/და თაროების სისტემის შესაქმენალად;
  • ოთახშორის კარებზე ჩარჩოს სახით და სხვა.

სააქციო პირობებით სარგებლობა და შეკვეთის გაფორმება „ელთიბი“-ს ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი. აქციის განმავლობაში, მომხმარებლები „ელთიბი“-ს ლოიალობის ბარათზე შეძლებენ ბონუს ქულების დაგროვებას (თუმცა მიმდინარე ფასდაკლებას არ დაემატება მომხმარებლის ინდივიდუალური ფასდაკლება, რომელიც უფიქსირდება ლოიალობის ბარათზე).

ალუმინის პროფილების შესახებ

ნებისმიერი რთული კონსტრუქცია ერთმანეთთან სწორად შეერთებული ცალკე მდგომი ფუნქციური ელემენტებისგან შედგება. ხარისხი, გამძლეობა, საექსპლუატაციო მონაცემები განსაზღვრავს ავეჯის ვარგისიანობასა და პრაქტიკულობას. ჩვენს დროში შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ თანამედროვე საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცე, სადაც არ არის გამოყენებული ალუმინის პროფილები. პროფილები უფრო მეტად საინტერესოს ხდის ინტერიერის დიზაინს და მასში გამოყენებულ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს.

ალუმინის პროფილების შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ხარისხს, მათ გარეგნულ მხარეს. საქონელი კარგად უნდა დავათვალიეროთ, რომ ზედაპირზე არ ჰქონდეს ნაკაწრები და სხვა დაზიანებები.

ალუმინის პროფილების ექსპლუატაციის თავისებურებები

  • ალუმინის პროფილების ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა დაახლოებით 80 წელია. უნიკალური მასალა არ უშინდება სინესტეს, ანტიკოროზიული თვისებებით გამოირჩევა, ღია სივრცეში არ კარგავს მედეგობასა და თავდაპირველ მახასიათებლებს;
  • მასალის სიმსუბუქე იძლევა მაღალი, მასშტაბური კონსტრუქციების აწყობის შესაძლებლობას;
  • მაღალი გამძლეობა უსაფრთხოს ხდის ალუმინის პროფილებით შესრულებული ნაკეთობის ექსპლუატაციას;
  • ალუმინი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალაა, რომელიც არ შეიცავს ჯანმრთელობისათვის საშიშ მინარევებს;
  • ალუმინის პროფილებით შესრულებული კონსტრუქციები არ საჭიროებენ განსაკუთრებულ მოვლას;
  • ოქსიდაციის თავიდან არიდების მიზნით სასურველია, ალუმინის პროფილების კონსტრუქციას არ შევურიოთ სხვა ტიპის მეტალი;
  • ალუმინს აქვს მაღალი თბოგამტარობა, რაც საყურადღებოა, როდესაც ვგეგმავთ მის გამოყენებას საცხოვრებელ თუ გარე სივრცეში;
  • ალუმინის პროფილები ამცირებენ ელექტრომაგნიტურ ტალღებს, სწორედ ამიტომ ადამიანები, რომელთაც აქვთ ასეთი ავეჯი, უკეთ გრძნობენ თავს.