16 სექტემბერი 2021
გაზიარება:

გაიგე, როგორ შეუხამო ხის ტექსტურის და ფაქტურის საფასადე მასალა ოთახის ინტერიერს?

ინტერიერში ხის ტექსტურის გამოყენება არასდროს არის ზედმეტი: ხეს გარემოში სითბო, კომფორტი და დახვეწილობა შეაქვს. ხის დეკორატიულ ელემენტებს უნიკალური ესთეტიკურობა ახლავს. მას შეუძლია მთლიანად შეცვალოს გარემოს ელფერი, შექმნას სტუმართმოყვარე და ორგანული ატმოსფერო.

როდესაც არჩევანს ხის ტექსტურაზე შევაჩერებთ, ჩნდება შესაძლებლობა, შევქმნათ ძლიერი კონტრასტი ხის და სხვა ტექსტურის ფასადების ფერებს შორის. გარდა ამისა, შეიძლება ერთმანეთის მსგავსი ტონებით საინტერესო კომბინაციების შექმნა. გამორჩეული ეფექტის შექმნის შესაძლებლობას იძლევა ფასადებში ხის ტექსტურის სპეციფიკური ფერებიც, იქნება ეს მოწითალო თუ მოშავო შეფერილობა.

იმ შემთხვევაში, თუ რთულია ფერის შეხამება ინტერიერის სხვა დეტალებთან, შესაძლებელია მისი ფაქტურასთან ან ფინიშთან შეხამება.

ეს არის ყველა ის მიზეზი, რის გამოც ხის ტექსტურისა თუ ფაქტურის ფასადი არის უფრო მარტივი გამოსაყენებელი ნებისმიერ სივრცეში.

ხის ტექსტურისა და ფაქტურის საფასადე მასალით მოწყობილი ინტერიერი ყოველთვის პოპულარული იქნება. მთავარია სწორად შევარჩიოთ ფერის ტონალობა და შევუხამოთ ის სხვა პროდუქტებს, როგორიცაა: სახელურები, მექანიზმები, ანჯამები და სხვა.