15 მაისი 2021
გაზიარება:

იხილეთ ოთახშორისი კარის მექანიზმის საუკეთესო კომბინაცია AGB + SYSTEM

AGB-ს მაგნიტური საკეტებისა და SYSTEM-ის სახელურების გამოყენებით საუკეთესო შედეგის მიღება არის შესაძლებელი. ორივე სავაჭრო ნიშნით წარმოებული პროდუქტი გამოირჩევა გრძელვადიანი სიცოცხლის ციკლითა და უმაღლესი ხარისხით.

ამავდროულად, აღსანიშანავია მაგნიტური საკეტის უპირატესობები:

  • უხმო და ავტომატური – მაგნიტური ენა ავტომატურად, წკაპუნის გარეშე შედის ბუდეში და ამ გზით, ქმნის კომფორტსა და სიმყუდროვეს;
  • უსაფრთხო – კლიტის ჩამკეტი მოთავსებულია მექანიზმის შიგნით, რაც საკეტის კონსტრუქციას სრულიად უსაფრთხოს ხდის;
  • გამძლე – ზამბარისგან განსხვავებით, მაგნიტი ნაკლებად ცვდება, რადგან მისთვის მარტივი მექანიზმია გამოყენებული;
  • სანდო – ექსპლუატაციაში ჩაშვებამდე თითოეული მექანიზმი გადის მრავალჯერად ტესტირებას კარის გაღება-დახურვაზე;
  • მოსახერხებელი – მაგნიტური საკეტით აღჭურვილი სახელურის ბრუნვის კუთხე მხოლოდ 25°-ია. მექანიზმი დაცულია ნესტისა და მტვრისგან, ამიტომ იდეალურია აბაზანის კარისათვისაც.

მექანიზმის შერჩევის შემდეგ, ინტერიერთან სახელურის დიზაინის შეხამების დრო დგება.  ბრენდი SYSTEM-ი დახვეწილ დიზაინთან ერთად, გამოირჩევა მაღალი ხარისხით და ეკოლოგიურად სუფთა წარმოებით.

SYSTEM-ის სახელურებს შორის მარტივად შეარჩევთ სასურველ ინტერიერზე მორგებულ, სანდო პროდუქტს. მაგალითად, მოდერნული სტილის კარის სახელურები მინიმალისტური დიზაინითა და ფერთა დახვეწილი პალიტრით შესანიშნავად მოერგება საძინებელი ოთახის მყუდრო, კომფორტულ გარემოს.