31 იანვარი 2023
გაზიარება:

30%-იანი ფასდაკლება შეღებილ სადა ფასადებზე!

31 იანვრიდან კომპანია „ელთიბი“ მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულ შეთავაზებას იწყებს.  შეღებილი სადა ფასადები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, 30%-იანი ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი. ინტერიერის დაგეგმვისა და მასში განსათავსებელი ავეჯის შერჩევისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფერი. ფერთა პალიტრა, რომელიც „ელთიბის“ შოურუმებში მზა ფასადების მიმართულებითაა წარმოდგენილი, ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს ერგება. თუმცა ფილა სასურველი ფერით შეღებვამდე, რასაკვირველია, რამდენიმე პროცესს გადის, დაჭრა-დაწიბოების შემდგომ ელთიბი პალიტრაში სრულდება საბოლოო პროდუქტის გამოშვების პროცესი. მასალა გადის დამუშავების სხვადასხვა ეტაპს. პირველ ეტაპზე მასალა მუშავდება იდეალურად სწორი ზედაპირის მისაღებად, რის შემდეგაც ისხმება იზოლაციის ხსნარი. შემდეგი ეტაპი არის მასალის ზედაპირის ორჯერადი დაგრუნტვა. იზოლაციის ხსნარით დამუშავებულ და დაგრუნტულ ზედაპირზე საღებავის შეჭიდულობა განსაკუთრებით მყარია, რაც ზრდის მასალის საექსპლუატაციო ვადას. ამის შემდეგ იწყება შეღებვა, სურვილის შემთხვევაში კი შეღებილი მასალა ილაქება. მასალის შეღებვამდე თითოეულ ეტაპს შორის მასალა 3 სხვადასხვა დონის ზუმფარით მუშავდება იდეალური შედეგის მისაღებად.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თითოეული ეტაპის შემდეგ მასალა გადის შრობის რეკომენდებულ პროცესს სპეციალურ კამერაში, სადაც მუდმივად ფიქსირებული ტემპერატურა და ტენიანობაა, რომელიც ხელს უწყობს თაროებზე დალაგებული შეღებილი მასალის სწორ შრობას.

„ელთიბი პალიტრა“-ში დამუშავებულ მასალაზე კომპანია გასცემს 2-წლიან საგარანტიო ტალონს. სამღებრო სამუშაოების იტალიური მანქანა-დანადგარებით, იტალიური საღებავებით და იტალიური ტექნოლოგიების გათვალისწინებით შესრულების დასადასტურებლად დასრულებულ მასალაზე დაიტანება მრგვალი ფორმის სტიკერი, რომელიც აძრობისთანავე ტოვებს ავთენტურ კვალს. სტიკერის მეშვეობით შესაძლებელი ხდება „ელთიბი პალიტრა“-ს მიერ შესრულებული სამღებრო სერვისების ხარისხისა და სანდოობის დადასტურება.

30%-იანი ფასდაკლების ფარგლებში, კომპანია „ელთიბის“ ერთგული მომხმარებელი შეძლებს გაატაროს ლოიალობის ბარათი მხოლოდ ქეშბექ ქულების დაგროვების მიზნით.

სასურველი ავეჯის დაკომპლექტებისას, გარე ფასადების გარდა, აუცილებელია ჩონჩხი/კარკასი, რომელიც სათავსოს შიდა სივრცეს შექმნის, სწორედ ამიტომ კომპანია „ელთიბი“, მომხმარებელს ავსტრიული ბრენდ Egger-ის საკარკასე ფილებსაც საუკეთესო ფასად სთავაზობს: 

  • პან0908 – 196,72 თეთრი;
  • პან0113 – 192,57 თეთრი.

და ეს ყველაფერი არ არის! გრძელდება 30%-იანი ფასდაკლება იტალიური ბრენდ TOP LINEA-ს პრემიუმ კლასის ზედაპირებსა და წიბოებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი შეძლებს „ელთიბის“ მასალებით აწყობილი ავეჯით საუკეთესო ფასად დააკომპლექტოს სივრცე.