06 იანვარი 2023
გაზიარება:

30%-იანი ფასდაკლება TOP LINEA-ს ზედაპირებზე

კომპანია „ელთიბი“ ნებისმიერ მომხმარებელს TOP LINEA-ს პრემიუმ კლასის ზედაპირებსა და წიბოებზე 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
 
აქციის ფარგლებში „ელთიბი“ დამატებით სარგებელს სთავაზობს ერთგულ მომხმარებლებსა და პარტნიორ კომპანიებს, რომლებიც ფლობენ ლოიალობის ბარათს ან ფასდაკლებას. აღნიშნული მომხმარებლები შეძლებენ დამატებით ისარგებლონ დაგროვებული ფასდაკლებით, მაგალითად:

  • თუ პროდუქტი ღირს 800 ლარი, ფასდაკლების ფარგლებში მისი ფასი იქნება 800 ₾ - 30% = 560 ₾;
  • თუ მომხმარებელს დაგროვებული აქვს ფასდაკლების X%, მისთვის პროდუქტის ფასი იქნება 560 ₾ - X%.

ისარგებლეთ დიდი ფასდაკლებით და შექმენით მყუდრო და ესთეტიკურად გამორჩეული გარემო TOP LINEA-ს პრემიუმ ხარისხის ზედაპირებით. 

TOP LINEA პრემიუმ ხარისხის ზედაპირების მწარმოებელი წამყვანი იტალიური ბრენდია. გამოცდილება, ხარისხი და ინოვაცია – ეს სამი ცნება განსაზღვრავს იტალიურ ბრენდ TOP LINEA-ს. მისი საქმიანობა მოიცავს სამზარეულოს ინტერიერისთვის ხის მასალის წარმოებას. 

მის პროდუქციას გამოარჩევს არაერთი სპეციფიკური ნიშანი:

  • აქვს ორიგინალური და დახვეწილი იერი, ასევე კუთხოვანი ნაპირები, რაც თანამედროვე ინტერიერში პოპულარული გადაწყვეტაა;
  • უძლებს 100°-მდე სიცხეს მხურვალე ზედაპირთან პირდაპირი შეხების დროსაც კი;
  • მასალა მედეგია წყლის, ნაკაწრებისა და ნათითურების მიმართ. ამ თვალსაზრისით ის დაცულია უნებლიე დაზიანებისა და მექანიკური ზემოქმედებისაგან, რის გამოც აღნიშნული მასალით აწყობილი ავეჯი, დეკორი თუ სხვა დიდხანს შეინარჩუნებს პირვანდელ სახეს;
  • წარმოდგენილი პროდუქტის ტექსტურა მაქსიმალურად ახლოს არის იმიტირებულ მოდელთან: ეს შეიძლება იყოს ხის (მაგ., მუხის), მეტალის, ცემენტის, ქვის და სხვა მასალის ეფექტი. ასეთი შესახედაობა ოთახის გარემოს ბუნებრიობის დახვეწილ იერსა და მომხმარებლისთვის სასურველ ესთეტიკურ ელფერს შესძენს;
  • სხვადასხვა ტექსტურისა და ფაქტურის საფასადე ფილა ტონალობათა მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა: თეთრი, შავი, რუხი, ასევე – ღია ხე, მუქი ხე, ღია ქვიშა, მუქი ქვიშა და ა.შ. პროდუქციის წარმოდგენილ ასორტიმენტში შესაძლებელია მარტივად შეირჩეს კონკრეტული ინტერიერისთვის შესაბამისი მასალა, ან თავად წარმოდგენილი პროდუქტი იქცეს ინსპირაციის წყაროდ ინტერიერის დიზაინის შექმნისას;
  • TOP LINEA-ს კოლექციის ნაწილი ფენიქსის დაფარვით გამოირჩევა, რაც გულისხმობს, რომ სპეციფიკური ზედაპირული დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია მისი პირვანდელი სახით სრულად აღდგენა. ეს განსაკუთრებული თავისებურება მასალას უხანგრძლივებს სასიცოცხლო ციკლს.

„ელთიბი“-ში TOP LINEA-ს ზედაპირების მრავალფეროვანი არჩევანია. ზედაპირების კოლექცია წარმოდგენილია ერისთავის (მე-4 სივრცე), სამგორისა და იმერეთის ფილიალებში.