28 მაისი 2021
გაზიარება:

EGGER-ის კატალოგი

ავეჯის მასალების მწარმოებელი წამყვანი ავსტრიული ბრენდის - Egger-ის, პროდუქციასთან გაცნობა უკვე სპეციალური კატალოგის საშუალებით შეგიძლიათ.

„ელთიბი“ ყოველთვის ზრუნავს მომხმარებლისთვის პროდუქტის შერჩევისა და შეძენის პროცესის გამარტივებასა და მაქსიმალურ კომფორტულობაზე. კატალოგის შექმნაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

Egger-ის კატალოგში თავმოყრილი ინფორმაცია სასაქონლო კატეგორიების მიხედვით არის წარმოდგენილი:

  • საფასადე მასალები;
  • სამზარეულოს ზედაპირები;
  • მაგიდის ზედაპირები;
  • აქსესუარები.

ყოველ კატეგორიაში წარმოდგენილია ბრენდის მოდელები საჭირო ინფორმაციასა ვიზუალურ მასალასთან ერთად. კატალოგის გამოყენებით, მარტივად შეძლებთ სასურველი პროდუქტის შერჩევასა და ინტერიერის არსებულ დიზაინთან მის შეთავსებას ან/და, შესაძლოა, სწორედ წარმოდგენილი მოდელები იქცეს ინსპირაციის წყაროდ სასურველი ინტერიერის შერჩევისას.

Egger-ი ეკოლოგიურად სუფთა წარმოებასთან, უმაღლეს ხარისხსა და დახვეწილ დიზაინთან ასოცირდება. მისთვის ყოველი დეტალი, უპირველესად, ინტერიერის ნაწილია, ამიტომ ბრენდი მომხმარებელს მასალის იდეალურ კომბინაციებს სთავაზობს.

ელთიბის კატალოგების სანახავად ეწვიეთ: https://bit.ly/3VrKkHk